Pages

Pages

Thursday, 20 April 2023

ინას დაბადების დღე

გიორგი ჭაუჭიძის რესურსი «ინას დაბადების დღე» და მისივე რეფლექსია

(შექმნილია 2019 წლისთვის და ახლა, 2023 წლისთვის, საჭიროა განახლება) 

რესურსი წარმოადგენს ე. წ. დიდ წიგნს, რომელიც დამზადებული ჩემ მიერ და გათვალისწინებულია კითხვისა და წერის სწავლების მიზნით.

 

შესაბამისობა ესგ-სთან:

ეროვნული სასწავლო გეგმის ქართული ენის (როგორც მეორე, ასევე მშობლიური) პირველი კლასის სტანდარტის მიხედვით «მოსწავლე იყენებს ანბანურ პრინციპს და ცნობს ქართული ანბანის ყველა ასოს». (სტანდარტის ახალი რედაქცია კალსების მიხედვით არ მიჯნავს მისაღწევ შედეგებს.)

აგრეთვე:

შედეგი: (აქ ჩასაწერი იქნება ახალი სტანდარტის შედეგები)

ქ.მ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის სტრატეგიების შერჩევითა და გამოყენებით მცირე ზომის სხვადასხვა ტიპის ტექსტის წაკითხვა და ზოგადი შინაარსის გაგება.

ინდიკატორები:

Ø  პირდაპირი გზით (გაშიფრის გარეშე) ამოიცნობს ხშირად გამოყენებული სიტყვების ორთოგრაფიულ ხატს (მთლიანი სიტყვის ამოცნობა დამარცვლა-დანაწევრების გარეშე, ე.წ. პირდაპირი    გზით. როცა მოსწავლეს მეხსიერებაში აქვს კონკრეტული სიტყვის ორთოგრაფიული ხატი, ანუ მასში მოცემულ ასოთა მოწესრიგებული თანამიმდევრობა, იგი დანახვისთანავე აკავშირებს ამ ხატს სიტყვის მნიშვნელობასთან.)

Ø  ილუსტრირებულ ტექსტში პოულობს ნაცნობ სიტყვებსა და ორ-სამსიტყვიან წინადადებებს;

Ø  ავლენს წიგნსა და ტექსტზე მუშაობის ელემენტარულ ჩვევებს (მაგ., ამოიცნობს წიგნის კომპონენტებს: ყდას, ფურცელს, ილუსტრაციას, ტექსტს, სათაურს, ავტორს; გამოყოფს ტექსტში წინადადებებს, წინადადებებში სიტყვებს, სიტყვებში ასოებს).

 

აღნიშნული დიდი წიგნი მოსწავლეებს ეხმარება ამ მიზნების მიღწევაში ავთენტიკური, კონტექსტური და მამოტივირებელი მასალის გამოყენებით.

შესაბამისობა მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებთან და უსაფრთხოება

დიდი წიგნის გამოყენება იწვევს მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა წერისა და კითხვის სწავლების პროცესში, რადგან იგი წარმოადგენს სახალისო ფერებით გაფორმებულ ილუსტირებულ იუმორისტულ ამბავს. წიგნის ერთი გვერდი წარმოადგენს ილუსტრაციას, ხოლო მეორე გვერდი - ილუსტრაციის შესაბამის დიდი ასოებით დაწერილ ერთ ან ორ წინადადებას. ისე, რომ მისი წაკიხვა შესაძლებელია შორიდან - კლასის ბოლოდანაც, რათა გამოყენებულ იქნას ერთობლივი კითხვის დროს.

დიდი წიგნების გამოყენება სრულიად უსაფრთხოა.

ინტერქატიურობა და გამოყენებადობა

„ინას დაბადების დღე“ მიიზიდავს  მოსწავლეებს და მისი გამოყენების დროს მოსწავლეთა აქტურობა ხალისითა და ენთუაზიაზმით ხდება. წიგნის გამოყენება შესაძლებელი ერთობლივი კითხვის მეთოდით, რომლის დროსაც მასწავლებელი მოსწავლეებტან ერთად ხელის გაყოლებით თვალსაჩინოდ კითხულობს წიგნს (იხ. ქვემოთ). შესაბამისად მისი გამოყენება გაკვეთილზე შესაძლებელია უკლებლივ ყველა მოსწავლის ჩართულობით. აღსანიშნავია, რომ არ აქვს მნიშვნელობა მოსწავლე შედარებით დაწინაურებულია დაწყებითი კიტხვითი უნარ-ჩვევების გამოყენებაში, თუ შედარებით არასაკმარისადაა მომზადებული ამისთვის. პირიქით, რესურსის გამყენების დროს ე. წ. არასაკმარისი მზაობის მოასწავლეებიც აქტიურად ერთვებიან და იმყარებენ საწყის საკითხავ კომპეტენციებს.

ნოვატორობა, ორიგინალურობა და უნივერსალურობა

მეთოდი «დიდი წიგნების ერთობლივი კითხვა» ახალი დანერგილია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში და ამის შესახებს არსებოსბ მპგეც-ის მიერ მომზადებული სასწავლო-მეთოდიკური ფილმი. ასევე, ამ მეთოდის პოპულარიზებაზე აქტიურად მუშაობს საქართველს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd). რაც შეეხება უშუალოდ რესურსს, იგი ჩემ მიერაა დამზადებული.

ამ წიგნის მიხედვით შესაძლებელია მსგავსი რესურსის დამზადება, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება დიდი წიგნებისთვის დამახასიათებული მეთოდიკური პრუნციპები. მასწავლებლები თავიანთი მოსწავლეების ინტერესებისა და საჭიროებების მიხედვით თვითონ დაამზადებენ მსგავს წიგნებს.

რამ არ გაამართლა, რისი გაუმჯობესება შეიძლება მომავალში ასეთი რესურსის დამზადების შემთხევაში?

რესურსის დამზადებისას მასწავლებელს წინასწარ უნდა ჰქონდეს განსაზღრვული და გათვალისწინებული, თუ რომელი კლასისა და რა საჭიროების მოსწავლეებისთვის აპირებს მის გამოყენებას. შესაბამისად, არასასურველია ამ რესურსის გამოყენება, მაგალითად, მეორე კლასის მოსწავლეებთან, რომლებიც უკვე შედარებით გაწაფულები არიან კითხვაში. მასში ასახული ტემატიკა, წინადადებების სიგრძე და მსგავსება, ცხადია, ვეღარ დააკმაყოფილებს მეორეკლასელთა ინტერესებსა და შესაძლებლობებს. თუმცა, სრულიად სასარგბელო იქნება მისი გამოყენება, როგორც საანბანო, ასევე წინასაანბანო (ან ორივე) პერიოდში. 

აქედან გამომდინარე, შეიძლება ითვას, რომ ამ წიგნის გამოყენება ერთგვარად შემოსაზღვრულია ვიწრო დროში. ამის გათვალისწინებით, შესაძლებელი იყო ტექსტი გაგვეხადა უფრო საინტერესო და რაიმე ეპიზოდი, სიტუაცია ჩაგვერთო ინას დაბადების დღის მიხედვით. შესაძლოა, დავამატო კიდეც ორიოდე განშლა და შედარებით გართულებული შევთავაზო უკვე მეორეკლასელ მოსწავლეებს. 

რესურსის გამოყენების აღწერა

„ინას დაბადების დღე“ წარმოადგენს დიდი წიგნს, რომელიც საშუალებას იძლევა ყველა მოსწავლე ჩართოს კითხვის აქტივობაში. ქვემოთ გთავაზობთ ნაბიჯებს, რომლებსაც მასწავლებელი გადადგამს წიგნის გამოყენების დროს.

Ø  მასწავლებელი ყველა მოსწავლის თვალსაჩინოდ დადებს დაფასთან დიდ წიგნს და საუბარს იწყებს ყდის შესახებ. ყდაზე გამოსახულია სხვადასხვა სახეობის ბურთი. მასწავლებელი სვამს შეკითხვებს, მოსწავლეები უპასუხებენ. (თუ გაკვეთილი ტარდება ქართულის, როგორც მეორე ენის შემსწავლელ კლასში, ცხადია, სალაპარაკო ლექსიკა შედარებით მწირი იქნება. თუმცა წიგნში გამოყენებული სიტყვები არ ართულებს მის გამოყენებას, რაშიც აქტიურად ეხმარება ილუსტრაციები.). საუბრობენ აგრეთვე სათაურის შესახებ, ავტორის შესახებ და კითხულობენ შესაბამის წარწერებს. კარგი იქნება, თუ მასწავლებელი საშუალებას მისცემს ბავშვებს, გამოთქვან ვარაუდები, თუ რის შესახებ იქნება წიგნი.

Ø  მასწავლებელი გადაშლის პირველ გვერდს და საუბრობს ილუსტრაციის შესახებ. პირველ რიგშ კი გადაამოწმებს მოსწავლეთა ვარაუდებს - გამართლდა  კია ისინი? მოსწავლეებს საშალებას აძლევს ისაუბრონ ამის შესახებ. შემდეგ შეკითხვებს სვამს პირველი გვერდის ილუსტრაციის შესახებ. რა არსი მასზე გამოსახული, ვინ არის ეს გოგონა, როგორია ის, რა საჩურქებია სურათზე, რა აჩუქა ინას დედამ, მამამ და სხვ. მოსწავლეები საუბრობენ. მასწავლებელი ცდილობს მოსწავლეთა პასუხები შეაჯამოს და დაიყვანოს იმ შინაარსამდე, რაც წარმოდგენილია მეორე გვერდზე.

Ø მასწავლებელი ნაწერზე ხელის გაყოლებით ისე, რომ ყველა მოსწავლე ხედავდეს, კითხულობს მეორე გვერდზე დაწერილ ტექსტს. ეს ტექსტი უკვე იციან შინაარსობრივად მოსწავლეებად და პრაქტიკულად მათ მიერვეა შექმნილი წინასწარი საუბრის ფორმატში. მასწავლებელი თითოეულ სიტყვაზე ხელგაყოლებით რადმენჯერმე კითხულობს ტექსტს ხმამაღლა (საჩვენებლი, სამოდელო წაკითხვა), რის შემდეგაც უკვე მოსწავლეებსაც რთავს წაკითხვის პროცესშ (ერთობლივი წაკითხვა) - ყველა მოსწავლე მასწავლებელთან ერთად კითხულობს ტექსტს. მასწავლებელი კვლავ აყოლებს ხელს თითოეულ სიტყვას.

Ø  მასწავლებელი იყენებს წაკითხვის რამდენიმე მეთოდს: საჩვენებელი/სამოდელო წაკითხვა, ერთობლივი კითხვა, ექოს ტიპის კითხვა (ჯერ მასწავლებელი კიხთულობს ხმამაღლა წინადადებას/სიტყვას, შემდეგ ბავშვები იმეორებენ…). ასევე იყენებს ხმამაღლა წამკითხველ მოსწავლეთა სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვთ შერჩევას: ყველანი ერთად, მხოლოდ გოგონები/ბიჭები, ვისაც შარვლები აცვიათ, ვისაც ქუდები ახურავთ, ვისაც ჯინსი აცვიათ. ამდენი წაკიტხვის შედეგად მოსწავლეები პრაქტიკულად გაწაფულად კიტხულობენ უკვე ამ ტექსტს. გასათვალისწინებელია, რომ არაა აუცილებელი მოსწავლეებმა იცოდნენ ყველა ასო-ბგერის ცნობა. ისინი აქტიურად იყენებენ ასევე მთლიანი სიტყვების კითხვის სტრატეგიასაც.

Ø პირველი განშლის (პირველი და მეორე გვერდი) ამგვარად დამუშავების შემდეგ მასწავლებელი სვამს შეკითხვას, თუ რა მოხდება შემდეგ გვერდებზე? მოსწავლეები კვლავ გამოთქვამენ ვარაუდებს.

Ø  მასწავლებელი ამის შემდეგ გადაშლის მეორე განშლაზე და იმავე პრინციპით ამუშავებს მასაც. (ჯერ ვარაუდების გადამოწმება, ილუსტრაციაზე საუბარი, მისი აღწერა, მეორე გვერდზე მოცემული ილუსტრაციის შესაბამისი ტექსტის სხვადასხვა მეთოდითა და ფორმატით წაკითხვა.)

Ø თითოეული განშლის დამუშავების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს სხვადასხვა აქტივობას, რომლებიც მიმართულია რომელიმე კონკრეტული ასო-ბგერის ანდაც სიტყვის ამოცნობაზე, წაკითხვაზე. მომზადებული აქვს სიტყვის ბარათები, მოძრავი ანბანი. (ბარათზე წერია ის სიტყვა, რომელიც გამოყენებულია ტექსტში, ან არაა გამოყენებული ტექსტში, მაგრამ ილუსტრაციაზეა. მაგალითად, ტორტი, სანთელი, კოლოფი…) მასწავლებელი აჩვენებს თითოეულ ბარათს (ან ასოს) მოსწავლეებმა უნდა გამოიცნონ, სად წერია ნაჩვენები სიტყვა ან ასო. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კონკრეტული მიზნები აქვს მასწავლებელს გამოკვეთილი ამ გაკვეთილისთვის.

Ø აღსანიშნავია, რომ თუ მასწავლებელს სურს დიდი წიგნის გამოყენება რომელიმე კონკრეტული ასო-ბგერის შესწავლის მიზნით, სასურველია, დამზზადდეს სპეციალურად ისეთი ტექსტსი, რომელშიც სწორედ ამ ასო-ბგერის შემცველი სიტყვები იქნება გამოყენებული. ისიც შეიძლება ითქვას, რომ რთი და იგივე წიგნი შეიძლება გამოვიყენოთ ორი ანდაც სამი ასოს შესწავლის მიზნით. შესაბამისად, მასწვალებელი აქცენტს სწორედ ამ ასოზე გააკეთებს ხოლმე.

Ø კლასის ან მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფის ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე მასწავლებელმა შესაძლოა წიგნის კითხვის პროცესში ჩააშენოს ფონოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენქტირებული სავარჯიშოები. დაამარცვლინოს, ბგერებად დააშლევინოს რომელიმე სიტყვა, დაასახელოს ბგერა და მოსწავლეებმა ამოიცნონ ილუსტრაციაზე არსებული სიტყვა, რომელიც ამ ბგერაზე იწყება.

Ø  წიგნის დამუშავების შემდეგ შესაძლებელია მოსწავლეებმა თავადაც დაამზადონ წიგნები: გაუკეთონ ყდა, დახატონ ილუსტრაციები, გადაწერონ (დაწერონ) ტექსტი… ამ შემთხვევაში რეკომენდებულია როგორც ინდივოდუალური, ასევე წყვილებშ (ან ჯგუფური) მუშაობის ფორმატიც.

ზოგადი დასკვნის სახით შეიძლება ითქვას რომ ამ და მსგავსი რესურსების გამოყენება სწავლის პროცესს ხდის საინტერესოს, სახალისოს, ინტერაქტიურს, რაც განაპირობებს მოსწავლეთა მაღალ ჩართულობასა და აკადემიური შედეგების ეფექტოვნად (ეფექტიანადაც და ეფექტურადაც) მიღწევას.

გიორგი ჭაუჭიძე, 2019 წ.













 


No comments:

Post a Comment