Wednesday, 16 May 2018

პროფესიული უნარების ტესტის ნიმუში სამინისტროს გვერდიდან

http://mes.gov.ge/content.php?id=479&lang=geo

ნიმუში 1.
კოლბერგის მიხედვით, ჩამოთვლილთაგან რომელი ორი ფაქტორი უდევს საფუძვლად ადამიანის მორალურ განვითარებას:
I. მისი გენეტიკა - თანდაყოლილი უნარები და განვითარებისადმი მზაობა.
II. სოციალური გარემო, რომელშიც იგი ვითარდება და კანონმორჩილება.
III. ფიქრი და მსჯელობა სხვადასხვა მორალურ საკითხზე.
IV. დასჯა-დაჯილდოების სახით მიღებული უკუკავშირი.
) I და I I .
) I I I და IV.
) I I და I I I .
) I და IV.
დავალების მიზანი: ბავშვის მორალური განვითარების თეორიის ცოდნის შეფასება
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი, თავი I I . მუხლი 5. საკითხი 1. დანართი N2,
განვითარებისა და სწავლის თეორიების ავტორები, (3) ლორენს კოლბერგი.
სწორი პასუხი )
კომენტარი: კოლბერგის თეორიის მიხედვით, ადამიანის მორალურ განვითარებას განაპირობებს ის სოციალური გარემო, რომელშიც იგი ვითარდება და კანონისადმი მისი დამოკიდებულება, კანონმორჩილება (II), აგრეთვე, აზროვნება და სხვადასხვა მორალური საკითხის განსჯა (III ). შესაბამისად, ჩამოთვლილთაგან უნდა შეირჩეს ის ვარიანტი, სადაც დაწყვილებულია II და III ფაქტორები. ასეთია ) ვარიანტი.
--------------------------
ნიმუში 2.
სწავლების ბიჰევიორისტული მოდელის მიხედვით, სასწავლო პროცესში:
) მოსწავლე მასწავლებელთან ერთად ირჩევს სასწავლო აქტივობებს და მათი შესრულების ტემპს.
) მოსწავლე მასწავლებელთან ერთად ირჩევს სასწავლო აქტივობებს, ხოლო მათი შესრულების ტემპი წინასწარაა განსაზღვრული მასწავლებლის მიერ.
) მოსწავლე თვითონ ირჩევს სასწავლო აქტივობების განხორციელების ტემპს, ხოლო აქტივობები წინასწარ არის განსაზღვრული მასწავლებლის მიერ.
) სასწავლო აქტივობები და მათი განხორციელების ტემპი წინასწარ განსაზღვრულია მასწავლებლის მიერ.
დავალების მიზანი: სწავლების თეორიის ცოდნის შეფასება
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი, თავი I I . მუხლი 5. საკითხი 1. დანართი N2,
განვითარებისა და სწავლის თეორიები, (1) ბიჰევიორიზმი.
სწორი პასუხი )
კომენტარი: სწავლების სხვადასხვა მოდელი ეყრდნობა სხვადასხვა თეორიულ საფუძველს. სწავლების ბიჰევიორისტული მოდელი გულისხმობს, რომ მასწავლებელი თავად განსაზღვრავს სწავლების პროცესს, მართავს მოსწავლის ქცევას და მოსწავლე, ძირითადად, მასწავლებლის ინსტრუქციების, მითითებების შემსრულებლის როლშია. შესაბამისად, სწორი პასუხია ).
---------------------
ნიმუში 3
მოსწავლეებს სწავლის განსხვავებული სტილი აქვთ. ზოგი უკეთესად იგებს და იმახსოვრებს ვიზუალურად მიწოდებულ ინფორმაციას, ზოგი წერის დროს უკეთესად იგებს და იაზრებს ახალ მასალას და . . ყურადღებით წაიკითხეთ მარცხენა სვეტში მოსწავლეების შესახებ მოცემული ინფორმაცია და შეუსაბამეთ მარჯვენა სვეტში მოცემულ სწავლის სტილს.
ინფორმაცია მოსწავლის შესახებ:
(I) გიორგიმ მასწავლებელს საკმაოდ კარგად უპასუხა, მაგრამ შედარებით დაბალი შეფასება მიიღო. მასწავლებელმა ეს ასე აუხსნა: ”სახლში არ წაგიკითხავს. რაც აქ მოისმინე, ის მოყევი”.
გიორგი: ”რა ვქნა, მასწ, თქვენ ისე კარგად ყვებით, მაშინვე მამახსოვრდება...”
(I I ) მარის აკადემიური მიღწევები ბოლო პერიოდის განმავლობაში საგრძნობლად გაუმჯობესდა და მშობელთა კრებაზე კლასის დამრიგებელმა ხაზგასმით აღნიშნა ეს ამბავი. მარის დედამ კმაყოფილებით ჩაილაპარაკა: ”ვურჩიე, მეცადინეობისას მნიშვნელოვანი საკითხები ამოეწერა და დამიჯერა...”
(I I I ) დათოს ძალიან უჭირს მოქმედებების შესრულება წილადებსა და ათწილადებზე. ამის გამო საკონტროლოში ორიანი მიიღო. გიგამ ქურთუკის ჯიბიდან მანდარინი ამოიღო და დათოს მიაწოდა:
ეს არის ერთი მანდარინი. დაანაწილე ლებნებად. აი, შეხედე, 16 ლებანია, . . ერთი ლებანი მანდარინის 1/16-ია. 8 ცალი რომ ავიღოთ, მანდარინის ნახევარი გამოვა”. სახლში დაბრუნებულმა დათომ თავისუფლად ამოხსნა დავალება წილადებზე.
სწავლის სტილი:
. სწავლა შეხებით
. სწავლა კეთებით
. სწავლა კითხვით
. სწავლა მოსმენით
. სწავლა წერით
) (I)- შეესაბამება . . . . .
) (I I )- შეესაბამება . . . . .
) (I I I )- შეესაბამება . . . . .
მიზანი: განსხვავებული სწავლის სტილის ცოდნის შეფასება.
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი, თავი I I . მუხლი 5. საკითხი 2. დანართი №1. განვითარებისა და სწავლის თეორიები.
კომენტარი
ცხრილის მარცხენა სვეტში აღწერილი (I) სიტუაციის მიხედვით, გიორგი სახელმძღვანელოს არ კითხულობს, სახლში არ მეცადინეობს და მასწავლებლის მიერ ახსნილ მასალას მოსმენით იმახსოვრებს. . . მოსწავლეს ახალი მასალის ათვისება უადვილდება მოსმენით და არა, მაგალითად, სახელმძღვანელოს დამოუკიდებლად დამუშავებით. გიორგის სწავლის სტილი არის სწავლა მოსმენით, ანუ I სიტუაციას შეესაბამება პასუხის ) ვარიანტი. სავარაუდო პასუხებში უნდა შემოვხაზოთ პასუხის ) ვარიანტი.
(I I ) სიტუაციიდან ვიგებთ, რომ მშობლის რჩევით, მოსწავლემ წერილობით ჩაინიშნა გაკვეთილის მნიშნელოვანი საკითხები და, შედეგად, უკეთ აითვისა მასალა, .. ამ მოსწავლისათვის საგნის შესწავლის ყველაზე ეფექტური გზა არის სწავლა წერით, ანუ (II) სიტუაციას შეესაბამება პასუხის ) ვარიანტი. სავარაუდო პასუხებში უნდა შემოვხაზოთ პასუხის ) ვარიანტი.
(I I I ) ამ შემთხვევაში, აღწერილია, როგორ დაეხმარა თანაკლასელი დათოს, გაეაზრებინა, რას ნიშნავს წილადი და როგორ ხორციელდება არითმეტიკული მოქმედებები წილადებზე. მოსწავლეებმა კონკრეტული საგანი დაანაწილეს და, ამგვარად, თვალნათლივ დაინახეს საკითხის არსი. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ ამ მოსწავლისათვის დამახასიათებელია სწავლა კეთებით, ანუ (III) სიტუაციას შეესაბამება პასუხის ) ვარიანტი. სავარაუდო პასუხებში სწორი პასუხია ) ვარიანტი.
ამგვარად, პასუხებისათვის განკუთვნილ ადგილას პირველ შემთხვევაში უნდა შემოიხაზოს ) ვარიანტი, მეორე შემთხვევაში - ) ვარიანტი, ხოლო მესამე შემთხვევაში) ვარიანტი.
-----------------------------

ნიმუში 4

ეთი მასწავლებელი მეორე კლასის მოსწავლეების მოტივირებას ცდილობს და პატარებს ხშირად აქებს. ნინომ კარგად შეასრულა დავალება, ლამაზად და უშეცდომოდ გამოწერა სიტყვები და ქეთი მასწავლებლის შექებაც დაიმსახურა. ვატოს საშინაო დავალება არ დაუწერია, საკლასო სამუშაოც დაუდევრად შეასრულა. ქეთი მასწავლებელმა ვატოს წახალისება გადაწყვიტა და ამიტომ ისიც შეაქო.

შექების მიუხედავად, ვატო ისევ აგრძელებს დაუდევ რად მუშაობას. მას ნინომ და მოსწავლეთა ნაწილმაც მიბაძა.
გააანალიზეთ აღწერილი სიტუაცია. რამ გამოიწვია მოსწავლეებში სწავლის ხალისის შემცირება? პასუხი უნდა ჩაწეროთ.

მიზანი: კონკრეტულ სიტუაციაში მოტივირების სტრატეგიების შესაძლო შედეგის ანალიზის უნარის შეფასება. სწავლის მიმართ პასუხისმგებლობითი დამოკიდებულებების ჩამოყალიბების ხერხების ცოდნა

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი, თავი III. მუხლი 8. საკითხი 1. იცის სწავლის მოტივაციის ამაღლების სტრატეგიები და აანალიზებს მათ შესაძლო შედეგს კონკრეტულ სიტუაციაში.
დავალების შეფასების კრიტერიუმები
მაქსიმალური ქულა - 2
აპლიკანტის პასუხში უნდა ჩანდეს, რომ მას ესმის წახალისების მნიშვნელობა, იცნობს მოტივაციის მექანიზმებს და შეუძლია მათი ადეკვატურად გამოყენება კლასში მუშობისას. ამასთანავე, პასუხში უნდა ჩანდეს, რომ ის ითვალისწინებს ერთი მოსწავლის მიმართ გამოთქმული შექების, წახალისების გავლენას როგორც ამ მოსწავლეზე, ასევე დანარჩენებზე (რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ვატოს შექებას როგორც მისთვის, ასევე ნინოსა და დანარჩენი მოსწავლეებისათვის).
ნამუშევარი ფასდება 2 ქულით, თუ აპლიკანტის პასუხში ორივე მხარე ჩანს, 1 ქულით - თუ აპლიკანტი იძლევა არასრულ პასუხს. თუ პასუხი გაურკვეველია, არაადეკვატურია, ნაშრომში იწერება 0 ქულა.

No comments:

Post a Comment

"გიორგი ჭაუჭიძე" შორენა ტყეშელაშვილისა (მასწავლებლის სახლი)

მასწავლებლის სახლის ვიდეობლოგი არქართულენოვანი სკოლების შესახებ