Thursday, 24 January 2019

სამოდელო გაკვეთილი ქართულ (GSL) ენაში

ისევ 
პირველ კლასში

და 
ისევ წინასაანბანო პერიოდში



სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი, პირველი კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 25 (მათ შორის არაა სსსმ მოსწავლე)
სამოდელო გაკვეთილის არსი: გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდები უზრუნველყოფს სამიზნე კომპეტენციების ეფექტურ და მოტივირებულად დაუფლებას, ხელს უწყობს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების (ფონოლოგიური უნარების განვითარება, მთლიანი სიტყვების წაკითხვა) ეფექტურ მიღწევას პირველ კლასში. ამასთან, აღნიშნული მეთოდები არაა ფართოდ გავრცელებული თანამედროვე სწავლებაში და ახლა იკიდებს ფეხს. კერძოდ, თემატური პოსტერის გამოყენებით მოსწავლეები მოტივირებულად ივითარებენ ლექსიკურ მარაგსა და ზეპირმეტყველების საწყის უნარებს. გაკვეთილზე გამოყენებულია მიდგომის “სრული ფიზიკური რეაქცია” ელემენტები და მთლიანი სიტყვების წაკითხვის სტრატეგია.
გაკვეთილის თემა: კონცერტი
გაკვეთილის მიზანი: ლექსიკური მარაგის (ფანდური, დოლი, გარმონი, ფარდა) გამდიდრება, ფონოლოგიური უნარების (დამარცვლა, ბგერებად დაშლა, პირველი ბგერის იდენტიფიცირება...) განვითარება, მთლიანი სიტყვების (ფარდა, სკამი, დოლი, ფანდური) წაკითხვის უნარის განვითარება.
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან: გთხოვთ, მოკლედ დაასაბუთოთ, რამდენად არის გათვალისწინებული წარმოდგენილ გეგმაში კონკრეტული კლასის საგნობრივი პროგრამის მოთხოვნები (მაგ., გაკვეთილის მიზნის შესაბამისობა მისაღწევ შედეგებთან, საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით, სასწავლო მიზნის, თემის/თემების შესაბამისობა სასწავლო წლის მოცემულ პერიოდთან და ა. შ.)
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით პირველ კლასში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეებში ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, ფონოლოგიური უნარების გამომუშავებასა და განმტკიცებას, კითხვის საწყისი უნარების ჩამოყალიბებას (როგორიცაა, მაგალითად მთლიანი სიტყვების წაკითხვა). ჩვენ ჯერ არ ვართ გადასული საანბანო პერიოდზე და თემატური პოსტერის გამოყენებით ვცდილობ გავამრავალფეროვნო სასწავლო პროცესი. ამასთან, პოსტერზე ასახული თემატიკა სახალისოა მოსწავლეებისთვის, დაკავშირებულია მათს გამოცდილებასთან - ჩვენ ხშირად ვასრულებთ ხოლმე საკონცერტო ნომრებს საკლასო ოთახში ფორტეპიანოს თანხლებით.
სტანდარტთან შესაბამისობა: ქ.მ.დაწყ.(I).5.
Øცდილობს სწორად და გარკვევით წარმოთქვას ქართული ენისათვის დამახასიათებელი ბგერები, ნასწავლი სიტყვები, მარტივი ფრაზები, ენის გასატეხები;
Ø  ავლენს ფონოლოგიურ უნარ-ჩვევებს.

პინარი საკუთარი ნახატის შესახებ საუბრობს


მსვლელობა 

აქტივობის # და დასახელება
მეთოდი / მეთოდები
საკლასო ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები და დასაბუთება
დრო (წთ.)
1. საორგანიზაციო საკითხები

მთელი კლასი
გაკვეთილის მიზნები, შეფასების რუბრიკა, სახელების ბარათები
3 წთ.
მიზანი და აღწერა


გაკვეთილის მიზნისა და შეფასების პრინციპების გაცნობა, სიის ამოკითხვა სახელების ბარათების გამოყენებით და მასზე დაფუძნებული ფონოლოგიური ვარჯიში.
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის მიზნებსა და შეფასების პრინციპებს:
- დღეს ჩვენ ვნახავთ სურათს და ვილაპარაკებთ ამ სურათის შესახებ. გინდათ? ასევე ვისწავლით რამდენიმე ახალ სიტყვას, ვივარჯიშებთ ამ სიტყვებზე და წავიკითხავთ ამ სიტყვებს. მერე დავხატავთ ამ სურათს.
უნდა ვიაქტიუროთ, ვილაპარაკოთ, ყურადღებით მოვუსმინოთ, წავიკითხოთ სიტყვები...
შემდეგ ამოიღებს მოსწავლეთა სახელების ბარათებს და ვარჯიშობენ ბგერებად წარმოთქმული სიტყვების გაერთიანებაზე და თან აჩვენებს ამ ბარათებს. ან/და ასახელებს პირველ ბგერას და მოსავლეებმა უნდა გამოიცნონ, რომელი მოსწავლეა (ან პირველ ორ ბგერას.)
2. სამოტივაციო აქტივობა
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
დახვეული პოსტერი, რომელიც გაკრულია დაფაზე და ნელა იხსნება.
5 წთ.
მიზანი და აღწერა
აღწერა


მოსწავლეთა მოტივაციის აღძვრა და პოსტერის წარდგენა.
მასწავლებელი წარადგენს პოსტერს, რომელიც დაფაზეა გაკრული, ოღონდ ჯედ დახურულია და არ ჩანს მოსწავლეებისთვის. სხვამს შეკითხვას, რაზე იქნება ეს პოსტერი, რა იქნება მასზე დახატული? ოჯახი? სკოლა? ცხოველები? მოსწავლეებიც ასახელებენ თავიანთ ვერსიებს.
შემდეგ მასწავლებელი ნელ-ნელა გამოაჩენს პოსტერის მცირე ნაწილს და კვლავს ცდილბენ ამოიცნონ, რა ხატია მასზე. თანდათან ასახელებენ სახელებს: გოგო, ბიჭი...
ბოლოს დაინახავენ, რომ პოსტერზე წარმოდგენილია კონცერტი.

3. პოსტერზე ინტერაქცია.
პოსტერი
მთელი კლასი
პოსტერი, რომელიც აღძრავს მოსწავლეთა მოტივაციასა და მაღალ ჩართულობას.
8 წთ.
იზანი და აღწერა

მოსწავლეები ჩაერთვებიან ინტერაქციაში - უპასუხებენ პოსტერის შესახებ დასმულ შეკითხვებს. 
 - რა არის ეს? ეს არის კონცერტი. კონცერტი? დიახ.  ეს კონცერტია? დიახ ეს კონცერტია. ეს სკოლაა? არა ეს კონცერტია. აბა დავმარცვლოთ: კონ-ცერ-ტი. რომელია პირველი ბგერა, ბავშვებო? კ-კ-კ-კ...
- ეს რა არის? - ამავე პრინციპით მიმდინარეობს ინტერაქცია შემდეგ საგნებსა და ნივთებზე: ბავშვი, ბიჭი, გოგო, ფანდური, დოლი, გარმონი (დრო დამოკიდებულია საჭიროებაზე.)
რამდენი ბავშვია პოსტერზე? რამდენი ფანდურია? რამდენი დოლია?
4. სრული ფიზიკური რეაქცია - მოსმენის უნარის ვარჯიში
 სრული ფიზიკური რეაქცია
 მთელი კლასი
 პოსტერი
4 წთ.

მიზანი და აღწერა
აღწერა
ლექსიკური ერთეულების დამახსოვრება-განმტკიცება, ინსტრუქციის აღქმა-შესრულებაში გავარჯიშება.
“თუ ეს ბიჭია, ბიჭები ადგნენ ფეხზე...
თუ ეს ფანდურია, აწიეთ ხელები...
თუ ეს ფარდაა, მოდით ჩემთან...
თუ ეს გოგოა, გოგონები ადგნენ ფეხზე...”
ამის შემდეგ ბაშვები ასახიერებენ ფანდურზე დაკვრას, დოლზე დაკვრას, ცეკვას...
5. სიტყვის ბარათების წაკითხვა
სიტყვის ბარათების კითხვა
მთელი კლასი
სიტყვის ბარათები, პოსტერი.

3 წთ.
მიზანი და აღწერა

მოსწავლეები გავარჯიშდებიან მთლიანი სიტყვების წაკითხვაში.
 მასწავლებელი იღებს სიტყვის ბარათებს, აჩვენებს მოსწავლეებს და აკრავს შესაბამის ადგილზე. პოსტერზე აკრავს სიტყვის ბარათებს და ვარჯიშობენ მათს წაკითხვაში.
(იხ. დანართი)
სიტყვები: გოგო (5 ც.), ბიჭი (8 ც.), ფარდა, ფანდური, საზი, დოლი, სკამი (6 ც.)
6. პოსტერის გადახატვა და სიტყვების გადაწერა/დაწებება
ხატვა
ინდივიდუალური
ფურცლები, ფანქრები/ფლომასტერები
5 წთ.
მიზანი და აღწერა

მოსწავლეები გადახატავენ პოსტერის რამდენიმე პერსონაჟს და გადაწერენ სიტყვებს (ან დააკრავენ ნახატებს წინასწარ ამობეჭდილ სიტყვებს.
მასწავლებელი დაფაზე ხატავს რამდენიმე პერსონაჟსა და საგანს და სთხოვს ბავშვებსაც, გადახატონ რვეულებში. ბავშვები ხატავენ პატარა რვეულებში პოსტერს და დახატულ საგნებს დააწებებენ მიცემული სიტყვის პატარა ბარათებს. (გადაწერენ რომელიმე დაფაზე გაკრულ (დაწერილ) სიტყვას.

6. პრეზენტაციები
პრეზენტაცია
ინდ.
საკუთარი ნამუშევრები
5 წთ.

მიზანი და აღწერა

მოსწავლეები წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს.
მასწავლებელი იძახებს რამდენიმე მოსწავლეს ჯგუფ-ჯგუფად და აღწერენ პოსტერს მოდელის მიხედვით (ეს შეიძლება გაკეთდეს მაშინაც როცა ზოგიერთი დაასრულებს და სხვები ხატავენ).
“ეს არის გოგო. გოგო ცეკვავს. ეს არის ბიჭი. ბიჭი უკრავს.”
რამდენიმე მოსწავლე წარმოადგენს თავის ნახატს.

7. შემაჯამებელი აქტივობა
საუბარი
მთელი კლასი

2 წთ.
მიზანი და აღწერა
გაკვეთილის შეჯამება, დასრულება, მოსწავლეთა შეფასება პოზიტიური კომენტარებით.
მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს და ამხნევებს მოსწავლეებს მასში აქტიური მონაწილეობისთვის.
ბოლოს, გაკვეთილის დასრულების შემდეგ სტუმრების საპატივცემულოდ მოსწავლეები წარმოადგენენ მინიკონცერტს. მასწავლებელი უკრავს, მოსწავლეები მღერიან “ჭრელო პეპელას”



გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეები კითხულობენ მთლიან სიტყვებს, ხატავენ პოსტერებს, ზედ დააწებებენ სიტყვებს და საუბრობენ მათ შესახებ. 

არმანი საკუთარი ნამუშევრის შესახებ საუბრობს




შეფასება:
(მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები და/ან რუბრიკები თან უნდა ერთვოდეს გეგმას)
მოსწავლეებს ვაფასებ შემდეგი რუბრიკის გამოყენებით. 
შეფასების კომპონენტი
კრიტერიუმები
გასაუმჯობესებელი
ზღვრული
კარგი
საუკეთესო
ჩართულობა
მოსწავლე არ (მხოლოდ ფორმალურად) მონაწილეობს საკლასო აქტივობებში, არ გამოხატავს ინტერესს შეთავაზებული საკითხების მიმართ.
მოსწავლეს რამდენჯერმე სჭირდება მასწავლებლის მითითება საგაკვეთილო აქტივობებში ჩართვის მიზნით.
მოსწავლე აქტიურად მონაწილეობს საკლასო აქტივობებში.
მოსწავლე აქტიურად მონაწილეობს საკლასო აქტივობებში, ხშირად იჩენს კონსტრუქციულ ინიციატივას.
სიტყვების დამარცვლა და ბგერებად დაშლა, პირველი ბგერის იდენტიფიცირება. სიტყვების ცნობა
ვერ ახრხებს დამარცვლასა და ბგერებად დაშლას, ვერ ცნობს პირველ ბგერას.
ვერ ცნობს მთლიან სიტყვებს.
ახერხებს ზოგიერთი სიტყვის დაშლას და პირველი ბგერის ამოცნობას. ცნობს ზოგიერთ სიტყვას.
შეუძლია თითქმის ყველა სიტყვაზე  მანიპულირება გარდა ზოგიერთი უცნობი სიტყვისა. ცნობს ყველა ნასწავლს სიტყვას.
შეუძლია ყველა სიტყვაზე ფონოლოგიური მანიპულირება.  ცნობს ყველა ნასწავლ სიტყვას.
ნახატის შექმნასა და სიტყვების დაწერაში მონაწილეობა
ვერ ახერხებს ნახატის შემნას. ვერ წერს/აკრავს სიტყვებს.
ახერხებს ფრაგმენტულ ხატვასა და რამდენიმე ასოს დაწერას.  
მცირეოდენი შეცდომით ახერხებს ნახატის შემქნასა და მათზე სიტყვების დაკვრას/დაწერას.
ახერხებს პოსტერის ყველა ელემენტის ნახატზე გადატანას და მათზე სიტყვების დაკვრას/დაწერას.
პრეზენტაცია
ვერ საუბრობს საკუთარი ნახატის შესახებ.
ასახელებს ნახატის რამდენიმე საგანს.
ძირითადად სწორად ასახელებს ნახატის ელემენტებს.
სწორად და გამომეტყველებით ასახელებს ნახატის ელემენტებს, აღწერს მას.

თან განტვირთვა-გავარჯიშება, თან სრული ფიზიკური რეაქციის აქტივობა
"თუ პოსტერზე ბავშვები ცეკვავენ, ყველანი ჩემთან მოდით!"




დანართი
მთლიანი სიტყვები ნახატებზე დასაკრავად
სკამი ფარდა  დოლი  ფანდური  გოგო  ბიჭი




ინოვაციური სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია

გაკვეთილზე მიღწეული შედეგები
გაკვეთილი წარიმართა დაგეგმილი აქტივობების მიხედვით და მიღწეული შედეგები შეესაბამებოდა ჩემს წინასწარ მოლოდინებს. კერძოდ, მოსწავლეებმა აითვისეს რამდენიმე ლექსიკური ერთეული, მათზე დაყრდნობით შეასრულეს ფონოლოგიური სავარჯიშოები, ამოიცნეს ამ სიტყვების დაწერილი ხატი და ისაუბრეს მათ მიერ შესრულებული ნახატის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ეს შედეგები მიღწეულ იქნა თითქმის ყველა მოსწავლესთან - გამოიკვეთა ორი მოსწავლე, რომლმაც ვერ შეძლო ყველა დაწერილი სიტყვის ამოცნობა. ეს მოსალოდნელიც იყო, ამ მოსწავლეებთან ვაპირებ დამატებით მუშაობას, ისევე როგორც ადრე.

გაკვეთილის მიზნები და შესაბამისი აქტივობები
გაკვეთილის მიზნების (ფონოლოგიური ოპერაციების შესრულება ახალ ლექსიკურ ერთეულებზე, ამ სიტყვების გამოყენება პრიმიტიულ მეტყველებით აქტებში და მათი ნაწერხატების ამოცნობა) მიღწევაში დამეხმარა ის აქტივობები, რომლებიც წინასწარ მქონდა დაგეგმილი და ასახულია გაკვეთილის გეგმაში.
გაკვეთილის დასაწყისშივე გავივარჯიშეთ ფონოლოგიურ კომპეტეციებსა და დაწერილი სიტყვების ამოცნობაში მოსწავლეების სახელების გამოყენებით. ამის შემდეგ მარტივად გავაცანი, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა გაკვეთილზე და წარვუდგინე დახვეული პოსტერი. დავსვი შეკითხვა, თუ რა იქნებოდა ამ პოსტერზე. დაასახელეს სხვადასხვა ვარიანტი და ნელ-ნელა დავიწყე გაშლა.
შემდეგ შევასრულეთ გეგმით გათვალისწინებული აქტივობები ახალი სიტყვების გაცნობა-დამახსოვრების, მათზე დაყრდნობით ფონოლოგიური სავარჯიშოების შესრულების, დაწერილი სიტყვების ამოცნობის მიზნით.
მცირეოდენი ფიზიკური განტვირთვის (რომელიც ჩაშენებული იყო ე. წ. სრული ფიზიკური რეაქციის კომპონენტში) შემდეგ ინდივიდუალურად (მე - დაფაზე, ბავშვებმა დარიგებულ ფურცლებზე) დავხატეთ პოსტერის მცირე ნაწილი (ფარდა, მოცეკვავე გოგო, ბიჭი, სკამები) და ნახატებზე დავაკარით რამდენიმე წინასწარ მომზადებული მცირე ზომის ფურცლებზე ამობეჭდილი სიტყვა.
ბოლოს მოსწავლეთა ნაწილმა წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები მცირე ვერბალური ფორმით (მე დავხატე, ფარდა, მე დავხატე ბიჭი, მე დავხატე...)
ამი შემდეგ კი შევაჯამეთ გაკვეთილი და შევასრულეთ მცირე მუსიკალური ნომერი, რაც თემატურად უკავშირდებოდა გაკვეთილს (პოსტერი ხომ საკონცერტო წარმოდგენის შესახებ იყო.).
ვფიქრობ, ყევლა ზემოთ მოკლედ აღწერილი აქტივობი ემსახურებოდა საგაკვეთილო მიზნებს და უზრუნველყოფდა შედეგის მიღწევას.

სხვა შეკითხვები

Ø  გარობ შეი ტიპ ილ ბა?
ინოვაციური ტიპის სამოდელო გაკვეთილის ჩატარება გადავწყვიტე ბოლო დროს გავრცელებული «ბუნებრივი მიდგომის» პოპულარიზების მიზნით. ეს მიდგომა ეხმარება ენის ათვისებაში პატარა მოსწავლეებს. ჩემი გაკვეთილის დროს გამოყენებული მქონდა თემატური პოსტერი, რომელიც დაბეჭდილია განთლების სამინისტროს ეგიდით. აღსანიშნავია, რომ ასეთი მიდგომით არაერთხელ ჩამიტარებია გაკვეთილები სხვა დროსაც, მათ შორის ჩემი კოელეგების თანდასწრებითაც.

Ø  გე გა მსწგე? სწა?
ვფიქრობ, კოლეგებისთვის სასარგებლო იქნებოდა იმი ნახვა, თუ როგორ მოტივირებულად არიან მოსწავლეების ჩართული საგაკვეთილო პროცესშ, როგორ უხარიათ მასშ მონაწილეობა. აგრეთვე, ჩემი აზრით გაკვეთილი ლოგიკურად იყო აგებული და მისთვის თვალის მიდევნება სასიამოვნო გამოცდილება იქნებოდა მათთვის. ამას ადასტურებს ერთი კოლეგის რეპლიკაც: ერთი ნაკლი ჰქონდა შენს გაკვეთილს - მალე დამთავრდა, მინდოდა, გაგრძელებულიყო და გაგრძელებულიყოო.

Ø  შელე ნი გე ოგურ პ ს ჩატაბით?
ვფიქრობ ენობრივი პრაქტიკის მიდგომის დანერგვა და ამ მიზნით თემატური პოსტერების გამოყენება დაეხმარება მასწავლებლებს, და მათ შორის მეც, დასახული მიზნების ეფექტურად მიღწევაში. თავის სარგებელი აქვს მთლიანი სიტყვების ლოგოგრაფიული ხატის დამახსოვრებას და ამოცნობას მომავალში კითხვაში გაწაფვის უნარის დასაუფლებლადაც.

Ø  სწა როც გა / პრობლემეს დლე უწყობ და რო ჩატაგა?
აღნიშნული გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივირებულ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში. დაეხმარება მათ ხალისით განივითარონ ფონოლოგიური უნარ-ჩვევები, გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი, გაიწაფონ სხვადასხვა მთლიანი სიტყვის წაკითხვაში. ეს მხარეები საკმაოდ მნიშვნელოვანია დაწყებითი საფეხურის პირველ თვეებში სწავლების ეფექტურად წარმართვის პროცესში.

Ø  როელ ობ წარი ? როი ვ გახორც და მ?
გაკვეთილი ძირითადად გეგმის მიხედვით წარიმართა. როგორც აქტივობების თანმიმდევრობა, ასევე მათი ხანგრძლივობა შეესაბამებოდა წინასწარ გაწერილ გეგმას. ოდნავ მეტი დრო დავუთმე მოსწავლეების ინდივიდუალურ მუშაობას, რადგან ჩავთვალე, რომ გაკვეთილზე მათი მზაობა ამას მოითხოვდა. ასევე, გეგმაში არ მქონდა აღნიშნული, რომ მოსწავლეების მიერ ინდივიდუალური მუშაობის პროცესის პარალელურად რამდენიმე მოსწავლეს ვამუშავებდი დაფასთან. ეს ის მოსწავლეები იყვნენ, რომლებსაც შედარებით მეტი ძალისმევა დასჭირდათ დასახული შედეგების მისაღწევად. ვფიქრობ ამ მოდიფიცირების შედეგად უფრო სრულფასოვნად მოვახერხე მიზნების მიღწევა.

Ø  რო მპ ყო გა ე წატე და ?
ყველაზე ეფექტურად მომეჩვენა გაკვეთილის დასკვნითი, შემაჯამებელი ნაწილი, როდესაც მოსწავლეები საუბრობდნენ თავიანთი ნამუშევრების შესახებ. ამ ეტაპზე წარმოჩინდა, რომ ისნი ავლენდნენ გაკვეთილზე დასახული მიზნების მიღწევის ეფექტს.

Ø  რო ობ და როორ?
გაკვეთილზე გამოიკვეთა, რომ ორმა მოსწავლემ ადრე დაასრულა მიცემული დავალება. მე სპონტანურად ჩავრთე ეს მოსწავლე ჩემს დასახმარებლად. კერძოდ, დავარიგებინე რესურსები. საჭიროა, ასეთი მომენტებისთვის წინასწარ მქონდეს დაგეგმილი საჭირო ქმედებები და არ მივენდო სპონტანურ გადაწყვეტილებებს. 

Ø  ითლი  გა ტიგალი ს?
მომავალში გავითვალისწინებ დამატებით სავარჯიშოსა და რესურსს იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც შედარებით ადრე მორჩებიან მიცემული დავალების შესრულებას. აგრეთვე, დამატებით რესურსს შევთავაზებ მათ, ვისაც ცოტა მეტი დამხარება სჭირდება სამიზნე კომპეტენციის დაუფლებაში. განხილულ გაკვეთილზე მათი ეფექტური ჩართულობა მოვახერხე სპონტანური გადაწყვეტილების მიღებით, რამაც სულაც არ დააზარალა ჩემი მიზნები. ცხადია, წინასწარდაგეგმილად ამ ყველაფრის გაკეთება უფრო გულდადინჯებულად წარმამრთვინებს მომავალში მსგავს გაკვეთილს.

გიორგი ჭაუჭიძე
15-12-2018








"გიორგი ჭაუჭიძე" შორენა ტყეშელაშვილისა (მასწავლებლის სახლი)

მასწავლებლის სახლის ვიდეობლოგი არქართულენოვანი სკოლების შესახებ