(მესამე-მეოთხე კლასები)
რადგან უკვე გამოქვეყნებულ წერილში რამდენიმეჯერ მითითებული პორტალი kargiskola.ge ბოლო რამდენიმე კვირაა გაუგებარი მიზეზების გამო გათიშულია, ხაზგასმით ვუთითებ, რომ ქვემოთ წარმოდგენილი რეკომედნაციები და მეთოდები გადმოღებულია ჯიპრაიდში დამზადებულ და ამ პორტალზე ატვირთული წიგნიდან „კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე“. წიგნის გადმოგზავნის მსურველებმა დატოვეთ კომენტარად თქვენი ელფოსტა.
პირველად გამოქვეყნებულია გაზეთ "ახალი განათლების" 2019 წლის პირველ ნომერსა და ამავე გაზეთის ელექტრონულ პორტალზე.
გაკვეთილის ზოგადი მიზნები იქნება კითხვის გაწაფვაში ვარჯიში, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ტექსტის გაგება-გააზრება, ანუ კითხვის ხუთი კომპონენტიდან სამი მათგანის გავარჯიშებაზე ვიმუშავებთ. ორი კომპონენტი კი (ფონოლოგიური უნარ-ჩვევები და ანბანის ცოდნა/ანბანური პრინციპის გამოყენება) ამ კლასის მოსწავლეებს ჩამოყალიბებული აქვთ.
მიყვარს, როდესაც გაკვეთილის მიზნები დაკონკრეტებული მაქვს ხოლმე. მაგალითად, ზოგადად კი არ მიწერია — „მოსწავლეები გაიაზრებენ ტექსტს“ ან „მოსწავლეები გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს“ — არამედ კონკრეტულად:
- მოსწავლეები ტექსტის აბზაცებში გამოყოფენ მთავარ და არამთავარ ინფორმაციას.
და/ან
- მოსწავლეები ამოიცნობენ პერსონაჟის ქცევის მამოტივირებელ ფაქტორებს.
ან
- მოსწავლეები სხვადასხვა კონტექსტში გამოიყენებენ ნასწავლ სიტყვებს.
გაკვეთილის მიზნები უნდა შეესაბამებოდეს ესგ-ს სტანდარტის შედეგებს. ამ დოკუმენტში ასახული ინფორმაცია მეხმარება გაკვეთილის მიზნობრივ დაგეგმვაში.
კლასის შესაბამისად შევარჩევ ტექსტს. წინასწარ განვსაზღვრავ, ტექსტი მხატვრული იქნება თუ საინფორმაციო. საჭირო იქნება დავწერო ტექსტის ადაპტირებული ვარიანტი იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც უჭირთ გაწაფული კითხვა და შედარებით მწირი ლექსიკური მარაგი აქვთ.
ჩავატარებ კითხვის სამფაზიან მოდელზე მორგებულ გაკვეთილს, რომლის დროსაც გავითვალისწინებ კითხვის კონცეპტუალური ჩარჩოს ასპექტებს. კერძოდ:
- შერჩეული მექნება ადეკვატური სირთულის, საინტერესო და ავთენტიკური ტექსტი;
- ტექსტის შერჩევისას გათვალისწინებული მექნება მოსწავლეების მზაობა, ინტერესები და საჭიროებები;
- კლასში შევქმნი კომფორტულ ფიზიკურ და ემოციურ გარემოს;
- მოსწავლეებს დავუსახავ მკაფიო სასწავლო მიზნებს და შევთავაზებ დიფერენცირებულ, მათ შესაძლებლობებზე მორგებულ საკლასო დავალებებს…
1-ლი ფაზა
(ამ ფაზის მიზანია მოსწავლეთა მოტივირება ტექსტის წასაკითხად, ამ ტექსტთან დაკავშირებული და მისი აღქმის გაადვილებისთვის საჭირო წინარე ცოდნის გააქტიურება, სათაურსა და ილუსტრაციებზე ვარაუდებისა და მოლოდინების ჩამოყალიბება, ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა ტექსტის წაკითხვის გაადვილების მიზნით).
გაკვეთილის მიზნებისა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობის შემდეგ პირდაპირ, ზედმეტი ზოგადი საუბრის გარეშე (რა დღეა დღეს, როგორი ამინდია, წელიწადის რა დროა და სხვ.), წარვადგენ წასაკითხი ტექსტის სათაურსა და ავტორს. ვისაუბრებთ სათაურის შესახებ, გავიხსენებთ ამ ავტორის სხვა ნაწარმოებს, თუ ვიცით. სათაურზე დაყრდნობით ვივარაუდებთ ტექსტის სიუჟეტს, პერსონაჟებს, მათ თავგადასავალს… (შენიშვნა ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის მიერ: ამ დროს მოსწავლეებს საშუალებას ვაძლევ, მოსაზრებები გამოთქვან მშობლიურ ენაზეც, მესმის თუ არა ეს ენა).
დავათვალიერებთ ტექსტის მიხედვით შექმნილ ილუსტრაციებს, აღვწერთ ამ ილუსტრაციებს, გავაგრძელებთ ვარაუდებზე საუბარს…
ცხადია, სათაურსა და ილუსტრაციებზე დაყრდნობით ვარაუდების გამოთქმისას, ილუსტრაციების აღწერისას, მოსწავლეები იყენებენ მანამდე არსებულ, წინარე ცოდნას. ეს, გარდა იმისა, რომ თავისთავად სასარგებლო აქტივობაა, მოსწავლეებს დაეხმარება ახალი ტექსტის უკეთ გააზრებასა და ახალი ცოდნის ათვისებაში;
ვიმუშავებთ ლექსიკურ ერთეულებზე. სამიზნე სიტყვების შერჩევისას უნდა გავითვალისწინო სამი ფაქტორი:
ტექსტიდან შევარჩევ ისეთ სიტყვებს, რომლებიც მოსწავლეებმა არ იციან (ჩემი ვარაუდით, არ უნდა იცოდნენ) და რომელთა მნიშვნელობის ცოდნაც დაეხმარებათ ტექსტის გააზრებაში. წინააღმდეგ (ანუ ამ სიტყვების არცოდნის) შემთხვევაში კი გაუჭირდებათ ტექსტის წაკითხვა და აღქმა. სიტყვების შერჩევისას გავითვალისწინებ, რამდენად „სასარგებლოა“ ამ სიტყვის სწავლება მოსწავლისთვის. „სარგებლობაში“ ვგულისხმობ: ხშირი სიტყვაა თუ არა, პირველის რეგისტრისაა თუ მეორე რეგისტრის, რამდენად „გამოადგება“ მოსწავლეს მომავალში სხვა ტექსტების წაკითხვისას ან/და ზეპირმეტყველებაში. ამ სიტყვების დამუშავებისთვის გამოვიყენებ ე.წ. სიტყვების პირდაპირი სწავლების მიდგომას, ანუ განვუმარტავ მოსწავლეებს თვალსაჩინოდ ჩემ მიერ წინასწარ დაფაზე ჩამოწერილი სიტყვების მნიშვნელობას. ამ პროცესშივე, თუ საჭიროდ ჩავთვლი, გამოვიყენებ ლექსიკურ ერთეულებზე სამუშაო რომელიმე მეთოდს. მაგალითად, სიტყვის პირამიდა, ვვას — ვერბალური და ვიზუალური ასოციაციების სქემა, შესაძლო წინადადებები (ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, დამატებით გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას ტექსტის წაკითხვისთვის), სიტყვის ბარათები (ამ და სხვა სასარგებლო მეთოდების შესახებ იხ. „კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე“ პორტალზე: www.kargiskola.ge )
მეორე მხრივ, ტექსტში მოვნიშნავ ისეთ სიტყვებსაც, რომლებიც მოსწავლეებისთვის უცნობი იქნება, მაგრამ წინასწარ ახსნის გარეშე შესაძლებელი იქნება კონტექსტის მიხედვით მათი სემანტიკის ამოცნობა. აქ, შესაძლოა, სპეციალური სავარჯიშოც (მაგალითად, მოვნიშნოთ/ამოვიწეროთ უცნობი სიტყვები და ავხსნათ მათი მნიშვნელობები, სიტყვების გამომძიებელი) შევთავაზო მოსწავლეებს. ამას იმ შემთხვევაში გავაკეთებ, თუ მივიჩნევ, რომ ეს სიტყვები მნიშვნელოვანია ტექსტის გააზრებისთვის ან/და ტექსტისთვის არა, მაგრამ ზოგადად ენის შესწავლისთვისაა მნიშვნელოვანი — მაგალითად, ხშირი ანდა პირველი რეგისტრის სიტყვაა…
ჯონჯოლივით (ქართულ სუფრაზე რომ აუცილებლად უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ არავინ ჭამს.) სიტყვები. ეს ის სიტყვებია, რომელთა მნიშვნელობა მოსწავლეებმა არ იციან, მაგრამ ეს ფაქტორი არც ტექსტის გააზრებაში შეუშლით ხელს და არც ენის ათვისების გაღრმავებისთვის გამოადგებათ როდესმე… ამ სიტყვებს, როგორც წესი, უგულებელვყოფ — მათთვის არც გაკვეთილის ძვირფას დროს დავხარჯავ, არც ჩემს ენერგიასა და არც მოსწავლეთა ნებისყოფას… ასეთი სიტყვებით, შესაძლოა, დაინტერესდნენ მოკირკიტე მოსწავლეები, რომლებსაც ცალკე დავუკმაყოფილებ ცნობისმოყვარეობას… ეს ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ იმისთვისაც (განსაკუთრებით, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლებმა), რათა მოსწავლეები მივაჩვიოთ, რომ ზოგიერთი სიტყვის უგულებელყოფის შემთხვევაშიცაა შესაძლებელი ტექსტიდან ინფორმაციის ამოღება, მისი გაგება…
სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით მექნება შერჩეული სამიზნე სიტყვები, რომლებზეც ჩავატარებ რომელიმე ლექსიკური ერთეულების ათვისებაზე ორიენტირებული მეთოდის მიხედვით დაგეგმილ აქტივობებს.
პირველი ფაზის სადაგი აქტივობაა წაკითხვის მოდელირება. აუცილებელია, მოსწავლეებს ვაჩვენო, თუ როგორ წაიკითხავენ ტექსტს ან/და გავაცნო ის სქემა თუ დავალება, რომელსაც წაკითხვის პროცესში შეასრულებენ.
მე-2 ფაზა
(ტექსტის წაკითხვა. კითხვის პარალელურად გარკვეული დავალების/დავალებების შესრულება. ამ ფაზის მიზანია ახალი ინფორმაციის, ცოდნის ათვისება, სამიზნე უნარის გაწაფვა).
მნიშვნელოვანია, როგორ წაიკითხავენ ტექსტს მოსწავლეები. განვიხილოთ სხვადასხვა ვარიანტი:
შესაძლებელია, პირველად მე წავუკითხო ხმამაღლა, გამომეტყველებით. ცხადია, ამისთვის წინასწარი მომზადება დამჭირდება. გაგეცინებათ და, ტექსტს ყოველთვის წინასწარ ვკითხულობ ხმამაღლა. ვვარჯიშობ, რადგან, რაც უნდა მარტივი ტექსტი იყოს, ზოგჯერ ისეთი ადგილი გამოტყვრება, ან საჭირო ინტონაციით ვერ წაიკითხავ, ან სიტყვის ამოკითხვა შეგეშლება. თითქოს დიდი დარღვევა არაა, მაგრამ მაინც უხერხულია — ამ დროს მასწავლებელი სამოდელო, სანიმუშო აქტივობას ახორციელებს და შეცდომები მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი… ჩემ მიერ საჩვენებელი წაკითხვის დროს კარგი იქნება, თუ მოსწავლეებს რაიმე დავალებას მივცემ, ე.წ. მოსმენის სტრატეგიების გამოყენებით გადასაჭრელ კონკრეტულ ამოცანას დავუსახავ. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა ქართულის, როგორც მეორე ენის შემთხვევაში. ეს დავალება შეიძლება იყოს რაიმე მარტივი სქემის/ცხრილის შევსება, რამდენიმე შეკითხვაზე „დიახ-არა“ ან „პლუს-მინუს“ პასუხების გაცემა.
რა დასამალია და, მე პირადად არ მომწონს მასწავლებლის მიერ მთლიანი ტექსტის წინასწარ ხმამაღლა წაკითხვა. მით უმეტეს, როდესაც ამას სისტემური ხასიათი აქვს და მით უმეტეს მაშინ, როდესაც მოსწავლეები მოტივირებულები არიან ტექსტის წასაკითხად, გააქტიურებული აქვთ ტექსტთან დაკავშირებული წინარე ცოდნა, ახსნილი და დამუშავებულია უცნობი ლექსიკა, გაღვივებული აქვთ ინტერესი ტექსტის მიმართ და დასახული აქვთ კონკრეტული და საინტერესო საკითხავი ამოცანა… ასეთ შემთხვევაში ნებისმიერ ადამიანს ხომ ერთი სული აქვს, ტექსტი წაიკითხოს. რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს წადილი იმისთვის, რათა მოსწავლემ დამოუკიდებლად გადაჭრას საკითხავი ამოცანები, დაიკმაყოფილოს გააქტიურებული ინტერესი? ხოლო გაწაფულად, სწორი ინტონაციით წაკითხვასა და ამ უნარში გასავარჯიშებლად სასურველი იქნება, თუ გაკვეთილის სხვა მონაკვეთს გამოვიყენებ იმავე მეორე ფაზაზე ანდაც მესამეზე…
თუ მე არ წავიკითხავ წინასწარ, მაშინ უნდა გავითვალისწინო და განვსაზღვრო, როგორ წაიკითხავენ მოსწავლეები და რა დავალებას მივცემ წაკითხვის პროცესში.
როგორც წესი, მოსწავლეები დაჯგუფებული მეყოლება კითხვის უნარებისა და საჭიროებების მიხედვით. ჯგუფებს შორის, კლასში, იქნება ერთი 4-6-წევრიანი ჯგუფი, რომლებსაც კითხვის უნარებში გარკვეული ჩამორჩენა აღენიშნებათ. ამ მოსწავლეებისთვის გათვალისწინებული მექნება სწორედ ის ადაპტირებული ტექსტი, რომელიც ზემოთ ვახსენე (ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ ისეთ გაკვეთილს, ე.წ. მართული კითხვის აქტივობას, რომელზეც სულაც სხვადასხვა ტექსტი მექნებოდა სხვადასხვა მზაობის მიხედვით შერჩეული ჯგუფისთვის…). ეს ტექსტი ამ ჯგუფის მოსწავლეებს სათითაოდ ექნებათ დარიგებული. წაკითხვისა და წაკითხვის პროცესში დავალების შესრულებისას, ძირითადად, ამ ჯგუფის მოსწავლეებთან ვიქნები და საჭირო დახმარებასაც (სკაფოლდინგი) გავუწევ.
უნდა შევარჩიო დავალებები, რომლებსაც მოსწავლეები ჯგუფებში შეასრულებენ წაკითხვის დროს. აქ აუცილებლად უნდა გავითვალისწინო ტექსტის შესაძლებლობები და საჭიროებები. ბოლოს და ბოლოს, უნდა გავითვალისწინო ტექსტი მხატვრულია თუ საინფორმაციო… შესაბამისად უნდა შევარჩიო მოხდენილი მეთოდები და მათი გამოყენებით დავგეგმო მიმზიდველი აქტივობები. ამის მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს. შესაძლოა ეს იყოს:
- სიტყვების გამომძიებელი (ვთავაზობ სიტყვებს და მოსწავლეებმა, ტექსტიდან გამომდინარე და მისი დახმარებით, უნდა გამოიცნონ და განმარტონ სიტყვა). ამ, ქვემოთ მოხმობილ და სხვა სასარგებლო სტარტეგიების/მეთოდების შესახებ დაწვრილებით იხილეთ მასწავლებლის სარესურსო წიგნი „კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე“, პორტალზე: www.kargiskola.ge;
- დაკარგული სიტყვები (ტექსტში გამოტოვებული სიტყვების შევსება. სიტყვები ამოღებულია გარკვეული პრინციპით — ყოველი მე-5, ან ყოველი მე-7, ანდაც ჩემი გემოვნების მიხედვით ამოვიღებ ტექსტიდან სიტყვებს);
- შეთავაზებულ სიტყვებზე, როგორც წესი — საკვანძო სიტყვებზე, „პირამიდის“ ან ვერბალურ-ვიზუალური ასოციაციების სქემის შევსება. ამ სქემებში უნდა განმარტონ სიტყვა, დახატონ, ტექსტიდან ამოიწერონ ამ სიტყვიანი წინადადება და თავად შეადგინონ წინადადება ამ სიტყვის გამოყენებით (როგორც ვხვდებით, სქემის მოდიფიცირება შესაძლებელია იმ საჭიროების მიხედვით, რომელიც კონკრეტულ კლასში ან მოსწავლეთა ჯგუფში დგას);
- ცხრილის „ტექსტი ამბობს — მე ვფიქრობ — ამიტომაც“ შევსება. ამ ცხრილისთვის, ცხადია, დამჭირდება 3-4 საინტერესო და „ხორციანი“ შეკითხვის მომზადება. საერთოდაც, მიმაჩნია, რომ ტექსტისთვის საინტერესო შეკითხვის მომზადება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა მასწავლებლისთვის.
- მონაკვეთებად დაყოფილი ტექსტის წაკითხვის შემთხვევაში ვარაუდების ცხრილის „რა მოხდება — რატომ ფიქრობ ასე — რა მოხდა სინამდვილეში“ შევსება;
- QAR-სტრატეგიის პრინციპებით მომზადებული შეკითხვების შეთავაზება. ეს სტრატეგია იმითაცაა საინტერესო, რომ საშუალებას იძლევა სხვადასხვა მზაობისა და საჭიროების მქონე ჯგუფს სხვადასხვა ტიპის შეკითხვები მივცე. მაგალითად, ერთ ჯგუფს მივცემ „პირდაპირ ტექსტში“ ტიპის შეკითხვებს, მეორეს — „მე თვითონ“, მესამეს — „დაფიქრდი და მოძებნე“, მეოთხეს — „მე და ავტორი“. ცხადია, შეკითხვების მოსწავლეთა ჯგუფების მიხედვით გადანაწილება არათუ აუცილებელი არაა, პირიქით. უკეთესია, თუ მოსწავლე ყველა ტიპის შეკითხვაზე მუშაობს და აკვირდება განსხვავებებს მათ შორის.
თუკი კითხვაში გაწაფვა ერთ-ერთი სამიზნე აქტივობაა გაკვეთილზე, ტექსტის გარკვეულ ნაწილს ხმამაღლა წავაკითხებ მოსწავლეებს. ამ დროს შეიძლება გამოვიყენო წყვილებში წაკითხვა, წყვილებში ერთობლივი წაკითხვა, გაგრძელებებით წაკითხვა ან/და სხვა რომელიმე მეთოდი კითხვის გაწაფვის მეთოდთაგან… ცხადია, ამ მომენტში ყურადღება გამახვილებული მექნება კითხვაში პრობლემების მქონე ბავშვებზე. საჭიროების შემთხვევაში მივმართავ ჩემ მიერ სამოდელო წაკითხვის ანდა ერთობლივი წაკითხვის ფორმატსაც… მეორე ფაზაში „ჩაჩხერილი“, „ჩადგმული“, „ჩაშენებული“ გაწაფული კითხვის აქტივობები, გარდა იმისა, რომ ხელს შეუწყობს კითხვაში გაწაფვას, მოსწავლეებს დაეხმარება ტექსტის გაგება-გააზრებისა და მიცემული დავალებების ადეკვატურად შესრულებაშიც. რაც მთავარია, არ უნდა დამავიწყდეს, რომ ზედმეტი აქტივობით გაკვეთილი არ გადავტვირთო. შესაბამისად, გავითვალისწინებ, რომ ამის დრო შეიძლება აღარც კი დამრჩეს.
მე-2 ფაზის დასკვნითი აქტივობა იქნება მიცემული დავალებების პრეზენტაციები. ამ მომენტისთვის ჩვენ კვლავ აქტიურად ვუბრუნდებით ტექსტს. შესაძლოა, ეს აქტივობა გადავიტანო მესამე ფაზაზე, იმისდა მიხედვით, როგორ გადანაწილდება დრო გაკვეთილზე. მესამე ფაზაზე გადატანის შემთხვევაში უფრო მეტ დატვირთვას მივცემ ჩემს უკუკავშირსა და შემაჯამებელ ჩაკითხვა-დაზუსტებებს.
მე-3 ფაზა
(ამ ფაზის მიზანია გაკვეთილზე გადაცემული სამიზნე ინფორმაციის, უნარის განმტკიცება, ჩამოყალიბებული დამოკიდებულებების გამოკვეთა. აქვე ვაჯამებთ გაკვეთილს, ვმსჯელობთ რეფლექსიური ხასიათის შეკითხვებზე, ვაფასებთ მოსწავლეებსა და გაკვეთილს).
მესამე ფაზისთვის შევარჩევ იმ აქტივობას, რომელიც ლოგიკურად დაასრულებს ჩემს გაკვეთილს. შეიძლება, ამ ფაზაზე მოსწავლეებს შევთავაზო ტიპური დავალებები:
დაასრულე წაკითხული მოთხრობა (ორგანიზების ფორმა აქაც და ქვემოთაც დამოკიდებულია ჩვენი კლასის საჭიროებებსა და განწყობაზე).
დახატე საკვანძო მონაკვეთის ილუსტრაცია.
წარმოიდგინე და აღწერე (დაწერე) პერსონაჟის გასნხვავებული საქციელის შემთხვევა.
წარმოადგინეთ შერჩეული ეპიზოდის ინსცენირება (შესაძლოა, ეპიზოდები მე დავუნაწილო ჯგუფებს).
უნდა გავითვალისწინო დროითი ფაქტორი. მესამე ფაზაზე მიცემული დავალებების შესრულებასაც გარკვეული დრო სჭირდება და ამ დავალებების წარმოდგენა-გადამოწმებასაც. შესაბამისად, 45-წუთიან გაკვეთილში შესაძლოა ამის მოსწრება გაჭირდეს. გაცნობიერებული მაქვს, რომ სრულფასოვნად ასე დაგეგმილი გაკვეთილის წარმართვისთვის ორი 45 წუთი გახდეს აუცილებელი. მთავარია, არ გამიტაცოს გაკვეთილის ე.წ. „სასიამოვნო მომენტებმა“ (როდესაც ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, სწორედ იქაა ჩასაფრებული მასწავლებლის მტერი. ამ დროს მასწავლებელი ცდილობს, რომ ეს პროცესი გაწელოს, კიდევ მეტად წარმოჩინდეს გაკვეთილის ეს საუკეთესო მხარე. დრო კი გარბის და გაკვეთილის ლოგიკურ დასრულებას, შეჯამებას, რეფლექსიას ვეღარ მოვასწრებთ) და დროულად მოვაქციო გაკვეთილი დაგეგმილ კალაპოტში.
ყოველ შემთხვევაში, მესამე ფაზაზე აუცილებლად უნდა დამრჩეს დრო შეჯამებისა და რეფლექსიური შეკითხვებისთვის:
რა ვისწავლეთ დღევანდელ გაკვეთილზე?
რომელი ეპიზოდი დაგამახსოვრდათ გაკვეთილიდან?
რა იყო რთული თქვენთვის? როგორ გაართვით თავი ამ სირთულეს?
რა სიტუაციაში შეიძლება გამოვიყენოთ დღეს შესწავლილი საკითხი? ათვისებული უნარი?
რატომ ურჩევდი მეგობარს ამ გაკვეთილზე დასწრებას?
როგორ შეაფასებდით ჩვენს გაკვეთილს? ერთმანეთს? საკუთარ თავს? მასწავლებელს?
და სხვა.
არ უნდა დამავიწყდეს მოსწავლეთა შეფასებაც. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ბოლო ორი წუთის განმავლობაში გამოვაცხადო მოსწავლეთა საქები წინადადებები (ყოჩაღ! კარგად იმუშავე! მომეწონა შენი პრეზენტაცია…) და/ან ქულები (შვიდი, ცხრა, ათი, ათი, ცხრა…). არა. კარგი იქნება, თუ გაკვეთილის განმავლობაში ორი-სამი მოსწავლისთვის „დავდებ“ განმავითარებელ უკუკავშირს. სამაგალითოდ, შემოგთავაზებთ უკუკავშირს გაწაფული კითხვის კომპეტენციისთვის:
„თეონა, მომეწონა შენ მიერ წაკითხული მონაკვეთი. ზომიერი სიჩქარით წაიკითხე და ინტონაციაც შეესაბამებოდა პერსონაჟის განწყობას. მომეჩვენა, რომ რამდენიმე სიტყვის წაკითხვისას ორჯერ დაგჭირდა წაკითხვა. კარგი იქნება, თუ ასეთ „რთულ“ სიტყვებს ჯერ უხმოდ „გულში“ წაიკითხავ და მერე ხმამაღლა. ამ შემთხვევაში შესაძლოა, ცოტა შეყოვნდე, მაგრამ უშეცდომოდ გამოგივა წაკითხვა.“
ზოგადად, შეფასება ერთ-ერთი რთული კომპონენტია ქართული საგანმანათლებლო სისტემის და ამის შესახებ უფრო ვრცელი საუბარი იქნებოდა სასურველი.
n.kakhuberashvili@gmail.com
ReplyDeleteგამოგიგზავნეთ.
Deletetinatinicirikashvili @gmail.com
ReplyDeleteგამოგიგზავნეთ.
Deletemarexi.didebashvili@gmail.com
ReplyDeleteGoogle+ Profile–Privacy
Google Account
გამოგიგზავნეთ.
Deleteსაინტერესო იქნება, ბატონო გიორგი.... nsarjveladze2010@gmail.com
ReplyDeleteგამოგიგზავნეთ.
Deletemananakakachia@gmail.com
ReplyDeleteმადლობა წინასწარ
გამოგიგზავნეთ.
DeleteLikakakulia3@gmail.com. საინტერესოა
ReplyDeleteმოგესალმებით თუ შეიძლება მეც გადმომიგზავნე. მადლობა წინასწარ. mariabarnabishvili@gmail.com
ReplyDeleteMec gamomigzavnet tu shedzleb mediko.borchashvili@gmail.com
ReplyDeleteMec gamomigzavnet tu shedzleb mediko.borchashvili@gmail.com
ReplyDeleteMec gamomigzavnet tu shedzleb mediko.borchashvili@gmail.com
ReplyDelete