Wednesday 22 August 2018

როგორ განვასხვაოთ დედუქცია ინდუქციისგან

(წერილი მათთვის, ვისაც დედუქცია და ინდუქცია ერთმანეთში ერევათ)


ფოტო გადმოღებულია მასწავლებლის სახლის ერთ-ერთი ტრენინგმასალიდან
ხშირად ბავშვები ვერ არჩევენ ხოლმე ისეთ უცხოურ ცნებებსა და ტერმინებს, რომელთა შეტანაც ერთდროულად უხდებათ მასწავლებლებს. ასეთი ცნებები, ძირითადად, ანტონიმური წყვილები არიან.
მაგალითად, დედუქცია და ინდუქცია, სინთეზი და ანალიზი და სხვა.
შემოგთავაზებთ ხერხს, რომლის საშუალებითაც ადვილად დაიმახსოვრებთ, რომელია ინდუქცია და რომელი - დედუქცია.

თავდაპირველად კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რას ნიშნავს დედუქცია და რას - ინდუქცია. ინდუქცია არის...
მოკლედ, ფოტოს, რომელზეც რამდენიმე კორექტურაა გაპარული, თუ დააკვირდებით, კარგად მიხვდებით, რომელი რას ნიშნავს.

მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, ბავშვებს ხშირად და ზოგჯერ მასწავლებლებსაც ერევათ ხოლმე, რომელი რომელია.

(ნუ გეცინება! შენც ხომ გერეოდა, სანამ ამას წაიკითხავდი?!)

ამის გარკვევაში დაგვეხმარება ყველასთვის საყვარელი შერლოკ ჰოლმსი. როგორ და შემდეგნაირად. 
ფოტო: https://goo.gl/MMWHNF

გავიხსენოთ ორი, უფრო სწორად, სამი დებულება:

  1. შერლოკ ჰოლმსი თავისი კვლევა-ძიებისას იყენებდა დედუქციურ მეთოდს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ზოგადი შეხედულებებიდან გამომდინარე აკეთებდა კონკრეტულ დასკვნებს. მაგალითად, ზოგადი შეხედულებაა, რომ ომში მიღებული ჭრილობების შედეგად ჯარისკაცები კოჭლდებიან.  თუკი შერლოკი დაინახავდა ვინმე მისტერ სმიტს, რომელიც კოჭლობდა, ის გააკეთებდა დასკვნას, რომ მისტერ სმიტი ნამყოფია ომში. 
  2. დედები ეფერებიან ბავშვებს და ეუბნებიან საალერსო სიტყვებს.
  3. შერლოკ ჰოლმსს დედამისი ეფერებოდა ასე: - ჩემი დედუქცუნები!
მგონი, გასაგებია. დედა - დედუქცია - დედუქცუნა - ჰოლმსი - ზოგადი შეხედულებიდან კონკრეტული დასკვნა. 

აბა, "ჩემი ინდუქცუნებიო" ხომ არ მოეფერებოდა?! "ინდუქციაში" ხომ არ არის "დედა"?!

"გიორგი ჭაუჭიძე" შორენა ტყეშელაშვილისა (მასწავლებლის სახლი)

მასწავლებლის სახლის ვიდეობლოგი არქართულენოვანი სკოლების შესახებ