პირდაპირ დავიწყოთ. მაგრამ სანამ ამ შეკითხვებსა და პასუხებს გაეცნობით, შეგიძლიათ გადახედოთ წერილს "გარედამკვირვებელი გიყურებს შენ!" გაზეთ "ახალი განათლების" ფბ-გვერდზე ან გაზეთის ელექტრონულ pdf-ვერსიაში.
სანამ დაიწყებთ, კიდევ ერთი გაფრთხილება, წამლების რეკლამაში რომ იციან ხოლმე: დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ მპგეც-სა და მის გზამკვლევებს.
სანამ დაიწყებთ, კიდევ ერთი გაფრთხილება, წამლების რეკლამაში რომ იციან ხოლმე: დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ მპგეც-სა და მის გზამკვლევებს.
I შეკითხვა. გამოცხადდება თუ არა გარედაკვირვება მეორე სემესტრში, ახლა რომ არ დავრეგისტრირდე?
პასუხი: თუ გავითვალისწინებთ შარშანდელ გამოცდილებას, როცა სწორედ მეორე სემესტრში გამოცხადდა რეგისტრაცია, უნდა ველოდოთ გამოცხადებას. მაგრამ სასურველია, ვისაც ეკუთვნის, ყველა ახლავე დარეგისტრირდეს. მოგეხსენებათ, გადადებული საქმე ეშმაკისაა - ვაიდა, არ გამოცხადდეს?! ხომ მოგიწევთ წლის დაკარგვა?!
ვის ეკუთვნის გარედაკვირვების გავლა და, მას, ვისაც მოგროვებული აქვს 13 კრედიტქულა და ამ ცამეტ კრედიტქულაში შედის ან პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ან ორი სამოდელო გაკვეთილი. შესაძლებელია, ისიც და ისიც. (შევნიშოთ, რომ დანარჩენი კრედიტქულები იქნება არასავალდებულო აქტივობებით დაგროვებული, ოღონდ არა შიდადაკვირვების გაკვეთილებით.)
II შეკითხვა: როდის დამესწრებიან, ვინ და რამდენი დამესწრება, როგორ დამესწრებიან?
პასუხი: დავიწყოთ თქვენ მიერ გამოტოვებული შეკითხვით: რატომ დაგესწრებიან? დაგესწრებიან, რათა სახელმწიფო დარწმუნდეს, რომ თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ ადეკვატური გაკვეთილის ჩატარება, ხართ კომპეტენტური და კვალიფიციური. (...ახლა, ეს კი დაადასტურეს ერთ დროს თქვენი დიპლომით და სკოლის შეფასების ჯგუფიც კვერს უკრავს თქვენი შიდა დაკვირვების გაკვეთილის დადებითად შეფასებით, მაგრამ სად შიდა დაკვირვების ჯგუფი რომ დაადასტურებს თქვენს კომპეტენციას და სად გარე დამკვირვებელი?!)
როდის დაგესწრებიან? როდესაც დასრულდება რეგისტრაცია, გარკვეული დროის (ალბათ, ორი-სამი კვირის) შემდეგ თქვენ თქვენს გვერდზე გამოგიჩნდებათ, თუ დროის რა მონაკვეთში მოვა გარედამკვირვებელი. მაგალითად, 12-17 ნოემბერი ან 5-11 დეკემბერი. (ყურადღება მიაქციეთ, მეორე მაგალითში ხუთზე მეტი დღე იმიტომაა, რომ შაბათ-კვირითაა გატეხილი სადამკვირვებლო პერიოდი.).
ამ პერიოდიდან ერთ მშვენიერ დღეს დაგესწრებათ გარედამკვირვებელი. შესაძლოა, ეს დღე იყოს სადამკვირვებლო პერიოდის პირველი დღე, შეიძლება იყოს მეორე დღე ან მესამე, მეოთხე ან სულაც მეხუთე. ხოლო ამ დღის შესახებ თქვენ გაიგებთ წინა დღით - გარედამკვირვებელი დაუკავშირდება რესურსცენტრსა და სკოლის ხელმძღვანელობას. ეს უკანასკნელნი კი თქვენ შეგატყობინებენ.
ვინ? დაგესწრებათ ერთი გარედამკვირვებელი, სამინისტროს მიერ მოვლენილი კვალიფიციური პერსონა, რომელიც კომპეტენტურია როგორც ზოგადპედაგოგიკური, ასევე კონკრეტულსაგნობრივი მიმართულებით. შესაძლოა, დაკვირვებას ესწრებოდეს რესურსცენტრის წარმომადგენელი, რომელიც თქვენს შეფასებაში არ მონაწილეობს. (ნუ შეაწუხებთ გარედამკვირვებელს თხოვნით, ჩემი კოლეგა დამესწრება, ფოტოებს გადამიღებს, ფეისბუკზე დავდებო.)
როგორ? როგორ დაგესწრებათ და, მშვიდად, აუღელვებად, პოზიტიურად, კეთილგანწყობით. შესაბამისად, არ ინერვიულოთ: ვაიმე, როგორ მიყურებს? რატომ არ გამიღიმა? მოვეწონე თუ არა?! გაითავლისწინეთ, რომ არაა განსაზღვრული წინასაგაკვეთილო და გაკვეთილისშემდგომი გასაუბრებები და უკუკავშირის მოცემა.
III შეკითხვა. პასუხს როდის გავიგებ?
პასუხი: ათ სამუშაო დღეში აისახება პასუხი თქვენს ისქულში და მოგენიჭებათ კუთვნილი ოთხი კრედიტი, რითაც გზა გაგეხსნებათ სანატრელი წამყვანობისკენ.
IV შეკითხვა: როგორი იქნება პასუხი - დადებითი თუ უარყოფითი?
პასუხი: ცხადია, დადებითი. საპილოტე გარედაკვირვების პროცესში მხოლოდ პედაგოგთა 16 %-მა მიიღო უარყოფითი შეფასება და რაღა თქვენ იქნებით ასეთი?!
V შეკითხვა: რამდენი გაკვეთილის გეგმა უნდა ავტვირთოთ და როდის?
პასუხი: თქვენ უნდა ატვირთოთ ხუთი გაკვეთილის ხუთი გეგმა გამოცხადებულ სადამკვირვებლო პერიოდამდე ათი სამუშაო დღით ადრე.
იმ შემთვევაში თუ გაქვთ დაწყვილებული გაკვეთილი, თითოეული გაკვეთილის გეგმა ატვირთეთ ცალ-ცალკე, რადგან გარედამკვირვებელი ერთ გაკვეთილს ესწრება და არა ორს. თუმცაღა, მეორესაც რომ დაესწროს, დარწმუნებული ვარ, ატვირთული გეგმის მიხედვით იმასაც მშვენივრად წარუძღვებით.
VI შეკითხვა: როგორ უნდა შევადგინოთ გაკვეთილის გეგმა?
პასუხი: გაკვეთილის გეგმა უნდა შეადგინოთ დამტკიცებული ფორმის მიხედვით, სადაც გათვალისწინებულია შემდეგი კომპონენტები: 1. მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი. 2. საგანი. 3. სწავლების საფეხური/კლასი. 4. მოსწავლეთა რაოდენობა. 5. გაკვეთილის თემა. 6. გაკვეთილის მიზანი. 7. აქტივობების აღწერა (თავისი გამოყენებული მეთოდებით, კლასის ორგანიზების ფორმებით, რესურსებითა და დროის მითითებით), 8. გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები. 9. მოსწავლის შეფასება (თავისი კრიტერიუმებითა და რუბრიკით). 10. ხელმოწერა. 11. თარიღი.
ძველი ფორმა
ახალი ფორმა 1-ლი გვერდი
ახალი ფორმა მე-2 გვერდი
ახალი ფორმა მე-3 გვერდი
|
გაკვეთილის გეგმას თავზე დააწერეთ ხუთიდან რომელია: 1-ლი გაკვეთილი, მე-2 გაკვეთილი და ა. შ. დაბლა მისათითებელმა თარიღმა გაუგებრობა რომ არ გამოიწვიოს, დააწერეთ როგორც გაკვეთილის გეგმის ატვირთვის თარიღი (ანუ სადამკვირვებლო პერიოდამდე ათი დღით ადრე ანუ როდესაც გაკვეთილის გეგმა დაწერეთ), აგრეთვე ამ კონკრეტული "გაკვეთილის ჩატარების თარიღი" (თუ სადამკვირვებლო პერიოდია 12-17 ნოემბერი, მეორე გაკვეთილის თარიღი იქნება 13 ნოემბერი, მეოთხე 15 ნოემბერი და ა. შ.).
ხელმოწერის ადგილას შეგიძლიათ ჩასვათ თქვენი ხელმოწერის დაპატარავებული ფოტო და შემდეგ გადაიყვანოთ გაკვეთილის გეგმის ვორდის დოკუმენტი pdf-ფორმატში.
გაკვეთილის დაგეგმვისა და ჩატარებისას გაითვალისწინეთ გაკვეთილის შეფასების რუბრიკა. ამ რუბრიკის მიხედვით გაკვეთილის ორი მხარე ექვემდებარება შეფასებას: 1. სასწავლო გარემო და 2. სწავლება.
პირველი მხარე (სფერო) სამკომპონენტიანია:
1.1. ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების ხელშემწყობი გარემო;
1.2. კლასის მართვა;
1.3. სასწავლო რესურსი.
მეორე მხარე (სფერო) ხუთკომპონენტიანია:
2.1. მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენცია. სასწავლო მიზნების განმარტება და შინაარსის გამართულობა.
2.2. მოსწავლეებთან კომუნიკაცია. ინსტრუქციები აქტივობებისთვის.
2.3. სწავლების სტრატეგიები.
2.4. მოტივაცია და ჩართულობა.
2.5. სწავლების დროს შეფასების გამოყენება.
VII შეკითხვა: როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ სსსმ მოსწავლე გვყავს?
პასუხი: გეგმაში მოსწავლეთა რაოდენობის პუნქტში მიუთითეთ მის/მათ შესახებ, ხოლო აქტივობების აღწერისას ჩაამატეთ, თუ რას აკეთებთ ამ მოსწავლისთვის განსხვავებულად მისი ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით.
VIII შეკითხვა: გაკვეთილის გეგმა უნდა მიჰყვებოდეს/ემთხვეოდეს თემატურ გეგმას?
პასუხი: არავინ არ იცის თქვენი თემატური გეგმის არსებობის შესახებ. შესაბამისად, გეგმები შეადგინეთ იმ თემაზე/საკითხზე, რომელიც მოგეხერხებათ. მთავარია, ისინი შეესაბამებოდეს თქვენს საგნობრივ სტანდარტს.
ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სახელმძღვანელო და იმის მიხედვით დაგეგმოთ გაკვეთილები. შეგიძლიათ არ გამოიყენოთ სახელმძღვანელო და სხვაგვარად, სხვა მასალაზე დაყრდნობით წარმართოთ გაკვეთილი.
IX შეკითხვა: გაკვეთილი ჩვეულებრივი უნდა იყოს თუ გან-სა-კუთ-რე-ბუ-ლი?
პასუხი: ჩვეულებრივი. ცხადია, თქვენ განსაკუთრებულად მოემზადებით, მაგრამ გაკვეთილი ჩვეულებრივი უნდა იყოს. ეს ნიშნავს იმას, რომ არაა აუცილებელი იყოს სამოდელოს ტიპისა. კერძოდ, ინტეგრირებული, ინოვაციური, გამჭოლ კომპეტენციებზე თუ პრობლემაზე ორიენტირებული. მიმდინარე, მუშა გაკვეთილი უნდა იყოს.
ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ უნდა იყოს სამფაზიანი გაკვეთილი, რომელზეც ბავშვები ისწავლიან რაღაც ახალს, შეიძენენ ან განივითარებენ რაიმე უნარს. ანუ გაკვეთილზე გექნებათ სამიზნე კომპეტენცია, რომელსაც დაუთმობთ გაკვეთილის ძირითად ნაწილს და რომელსაც ექნება თავისი შესავალი (პირველი ფაზა) და შეჯამება (მესამე ფაზა).
X შეკითხვა: გაკვეთილის გეგმები ერთმანეთს უნდა ებმოდეს?
პასუხი: არაა აუცილებელი. თქვენ შეგიძლიათ შესთავაზოთ სრულიად დამოუკიდებელი გაკვეთილები, თუმცა გარკვეული ლოგიკური ბმა მათ შორის უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ერთი თემა შეიძლება არ იყოს, მაგრამ ერთი კომპეტენცია იყოს აღებული, რომელსაც, დავუშვათ, სამ გაკვეთილზე განავითარებთ სხვადასხვა თემატიკაზე.
გაითვალისწინეთ, რომ გაკვეთილი უნდა იყოს მთლიანი პროცესი, რომელიც იწყება, ვითარდება, მთავრდება 45 წუთში ან 40 წუთში ან 35 წუთში, იმისდამიხედვით, თუ რომელ კლასში ატარებთ.
(ბოლო წინადადებით ავირიდეთ მომდევნო შეკითხვა იმის შესახებ, თუ რამდენწუთიანი უნდა იყოს გაკვეთილი.)XI შეკითხვა: რამდენი აქტივობა უნდა იყოს გაკვეთილზე?
პასუხი: რამდენიც საჭირო იქნება. გაითვალისწინეთ, რომ გაკვეთილი არ გადატვირთოთ ზედმეტად მრავალფეროვანი აქტივობებით ისევე, როგორც რესურსების გამოყენების დროსაც ზომიერება გამოიჩინეთ.
XII შეკითხვა: თუ გაკვეთილზე გათვალისწინებული მექნება ჯგუფური მუშაობა, - და, ალბათ, აუცილებლად მექნება, - ბავშვები გაკვეთილის დაწყებამდე დავაჯგუფო და ისე დავსვა, თუ გაკვეთილის მსვლელობისას გადავაჯგუფო?
პასუხი: როგორც თქვენთვის და თქვენი მოსწავლეებისთვის იქნება უფრო მოსახერხებელი. მთავარია, მოსწავლეთა განლაგებამ ხელი არ შეუშალოს მათს კომფორტულ ათვისებას.
აქვე აღვნიშნოთ, ცალკე რომ არავინ იკითხოს, ჯგუფში შეიძლება იყოს იმდენი მოსწავლე, რამდენსაც თქვენ მიიჩნევთ ოპტიმალურად. თუმცაღა, შვიდდარვამოსწავლიანი ჯგუფები არაა რეკომენდებული.
XIII შეკითხვა: რამდენი მოსწავლე შევაფასო გაკვეთილზე და გამოვაცხადო თუ არა ნიშნები?
პასუხი: როგორც აკეთებთ ხოლმე სხვა გაკვეთილებზე, ისე მოიქეცით აქაც. ვფიქრობ, სამი-ოთხი მოსწავლის შეფასება განმსაზღვრელი შეფასებით საკმარისი იქნება. რაც შეეხება განმავითარებელი შეფასების წარმოჩენას, კარგი იქნება, თუ გაკვეთილზე გააკეთებთ ორ-სამ უკუკავშირს, რომელშიც აღნიშნავთ კონკრეტული მოსწავლის პროგრესსა და მისცემთ რაიმე რჩევას.
რაც შეეხება ნიშნების ხმამაღლა გამოცხადებას, თქვენ გადაწყვიტეთ იმისდა მიხედვით, თუ როგორ გყავთ მიჩვეული მოსწავლეები, როგორი კულტურაა თქვენს სკოლასა და კლასში. თუკი ვინმემ ამის გამო შენიშვნა მოგცათ, არ შეეკამათოთ, მშვიდად მიიღეთ. ხოლო თუკი ამის გამო ქულა დაგაკლოთ და უარყოფითად შეგიფასათ გაკვეთილი, აუცილებლად გააპროტესტეთ.
სხვა შეკითხვები დააკომენტარეთ ქვემოთ და ერთობლივად ვიმსჯელოთ.
მადლობა. ეს ყველაფერი ხომ ისეც ვიცოდი. მაგრამ ასე გემრიელად ჩამოყალიბებული მაინც გზამკვლევია☺☺☺
ReplyDelete:)
Deleteდიდი მადლობა!
Deleteუცხო ენის გაკვეთილზე განმავითარებელი კომენტარები მშობლიურ ენაზე უნდა გაკეთდეს??) კომ
Deleteჩემი აზრით, სამიზნე ენაზე აჯობებს კომენტარის გაკეთედება. მე ასე ვაკეთებ.
Deleteდიდი მადლობა!
ReplyDeleteწარმატება!
Deleteდიდი მადლობა,თქვენ რჩევებს ჩვენთვის დამამშვიდებელი ეფექტი აქვს.თქვენ დამეხმარეთ და გადამაწყვეტინეთ კვლევის დაწერაც.
ReplyDeleteმიხარია... წარამატება!
Deleteდიდი მადლობა და წარმატება ყველა ჩემს კოლეგას <3
ReplyDeleteმადლობა, რომ არ გეზარებათ და გვეხმარებით!!!
ReplyDelete:)
Deleteდიდი მადლობა ბატონო გიორგიასეთიკარგი რეკომედაციისათვისს
ReplyDeleteწარმატება!
Deleteგაიხარეთ. სულზე მომისწარით. ერთი შეკითხვა-ინტეგრირებული გაკვეთილი ხომ შეიძლება?
ReplyDeleteშეიძლება.
Deleteსანამ პერიოდს განმისაზღვრავს მასწავლებლის სახლი, შემიძლია გეგმების ატვირთვა?
Deleteარა.
Deleteსაოცარად კარგი ადამიანი ხართ გიორგი.ყოველთვის დროული და საჭიროა თქვენი რჩევები.ღმერთმა დაგლოცოთ თქვენი სიკეთისათვის.მადლობა.
ReplyDeleteდიდი მადლობა ამომწურავი ინფორმაციისათვის. გთხოვთ კიდევ ერთხელ დამიზუსტოთ:კვლევა ან ორი სამოდელო გაკვეთილი, თუ კვლევა და ერთი სამოდელო გაკვეთილი.და კიდევ განაცხადი წინსვლის სურვილზე უნდა დავაფიქსიროთ სადმე? მადლობა
ReplyDeleteკვლევა თუა, აღარაა აუცილებელი სამოდელო გარედაკვირვებაზე დასარეგისტრირებლად. თუმცა, სამოდელოების გარეშე წამყვანი ვერ გახდებით. ანუ სამოდელოებს მერე ჩაატარებთ.
Deleteდიდი მადლობა ასეთი კარგი რჩევებისათვის!
ReplyDeleteდიდი მადლობა რჩევებისთვის!
ReplyDeleteმადლობა, ბატონო გიორგი!
ReplyDeleteგმადლობთ.ამ ეტაპზე კეთილი რჩევა დიდი სტიმულის მომცემია ჩვენთვის.
ReplyDeleteმადლობა, ასეთი გემრიელად მოცემული რჩევებისათვის! წარმატებები!
ReplyDeleteგარე დაკვირვების წინ ასეთი სრულყოფილი და პოზიტიური კონსულტაციები თქვენგან ფრთებს მასხამს❤მადლობა ბატონო გიორგი გვერდში დგომისთვის❤
ReplyDelete:) წარმატება!
Deleteარაჩვეულებრივი ადამიანი ბრძანდებით, ძალიან პოზიტიური. გარე დაკვირვების მოლოდინში აღელვებულს თქვენი რჩევები საოცრად მამშვიდებს, გმადლობთ!
ReplyDeleteმადლობა და წარმატება!
DeleteDidi madloba me ertxelviyavi tqvens treningze.kmayofili davrchit
ReplyDeleteმიხარია.
Deleteუღრმესი მადლობა ამომწურავი რჩევებისთვის,გაიხარეთ!
Deleteძალიან სარგებლო ინფორმაციაა.ზუსტად დროულია.მადლობა ბატონო გიორგი.
ReplyDeleteწარმატება!
Deleteგიო მადლობა დიდი. იმედია ყველაფერი კარგად იქნება. ახლა კვლევა დამრჩება და ცოტა შენგან რეკომენდაცია არ მაწყენდა )) მადლობა
ReplyDelete:) წარმატება!
Deleteგიორგი,🙂!
ReplyDeleteუღრმესი მადლობა��✏��
ReplyDeleteდიდი მადლობა, დამამშვიდებელი და გასათვალისწინებელია თქვენი რჩევები <3
ReplyDeleteგადამდებია თქვენი სიმშვიდე და თავდაჯერებულობა, გმადლობთ!
ReplyDeleteრამდენი შიში მომიხსენით... საუკეთესო კოლეგა ბრძანდებით..უღრმესი მადლობა!
ReplyDeleteთქვენც მადლობა!
Deleteუღრმესი მადლობა!
ReplyDeleteძალიან ინფორმაციიც დიდი მადლობა ასე თბილად გადმოცემისთვის. გთხოვთ მიპასუხოთ, პირველ კლასში ვატარებ და აუცილებელია ბუკები და მასეავლებლის მართვის პროგრამა გამოვიყენო? შეიძლება დრო დამაკარგვინოს ამან, რადგან კომპიუტერები ხშირად ჭედავს
ReplyDeleteარაა აუცილებელი.
Deleteგმადლობთ, ბატონო გიორგი!
ReplyDeleteიშვიათად წავაწყდები ასეთ დადებით და რჩევებით სავსე სტატიას. ძალიან დიდი მადლობა ასეთი პოზიტიური რჩევებისთვის.
ReplyDeleteმადლობა თქვენც!
Deleteძალიან კარგი რჩევებია.უცხო ენის გაკვეთილის შემთხვევაში გეგმა ქართულ ენაზე უნდა იყოს? როგორც ამ დამტკიცებულ ფორმაშია
ReplyDeleteარ ვიცი. ალბათ ქართულ ენაზე და ინგლისურენოვანი საჭირო ჩანართებით.
Deleteუცხო ენის გაკვეთილზე განმავითარებელი შეფასება მშობლიურ ენაზე უნდა გაკეთდეს?
ReplyDeleteთუ განმავითარებელ კომენტარს გულისხმობთ, სამიზნე ანუ ინგლისურ ენაზე უნდა გაკეთდეს. ეს ჩემი შეხედულებაა, შეიძლება სხვამ სხვაგვარად გირჩიოთ.
DeleteBatono giorgi didi madloba. Mogesalmebit. Me tkveni ert-erti msmeneli var. Didi madloba rchevebisa da pozitiuri ganwyobistvis. Erti shekitxva damebada
ReplyDeleteKvirashi ori saatia da imedia amasac gaitvaliswineben vadis dagegmashi
Didi madloba
იმედია.
DeleteBatono giorgi didi madloba. Mogesalmebit. Me tkveni ert-erti msmeneli var. Didi madloba rchevebisa da pozitiuri ganwyobistvis. Erti shekitxva damebada
ReplyDeleteKvirashi ori saatia da imedia amasac gaitvaliswineben vadis dagegmashi
Didi madloba
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის! გაითვალისწინებენ.
DeleteThis comment has been removed by the author.
ReplyDeleteRogorc mivxvdi,tematuris miyola sachiro ar aris?
ReplyDeleteარა, მაგრამ უნდა დაასაბუთოთ თქვენი არჩევანი. (გეგმის ახალ ფორმაში ცალკეა მითითება.)
Deleteდიდი მადლობა,ბევრ კითხვაზე მივიღე ამომწურავი პასუხი.
ReplyDeleteწარმატება!
Deleteგამარჯობა.ერთი სამოდელო გაკვეთილი მაქვს ჩასატარებელი.ქულების ასახვა თუ მოხდება იანვარში? და თუ ივნისშია აისახება, მომავალი წლის სექტემბერში 13-ივე კრედიტი ხომ არ დამეკარგება?
ReplyDeleteგამარჯობა! მასწვალებლის სახლში დააზუსტეთ, როდის აისახება ეგ კრედიტები.
Deleteერთი კვირაა ვწვალობ და პასუხის გამცემი არავინაა.გმადლობთ.
Deleteდამამშვიდებელი ეფექტი ჰქონდა...ბევრ რამეშიც გავერკვიე და სხვა თვალით შევხედე. გმადლობთ.
ReplyDeleteწარმატება!
Deleteგმადლობ, მომწონს თქვენი იუმორნარევი რჩევები, მსუბუქია...
ReplyDeleteმადლობა!
Deleteუუუუფ, კარგი იყო. მადლობა მნიშვნელოვანი რჩევებისთვის და სიმარტივისთვის
ReplyDeleteწარმატება!
Deleteდავრეგისტრირდი, მაგრამ გადაფიქრებული მქონდა, გაგიცანით და ისევ გადმოვიფიქრე! თუ გამიმართლა, თქვენი დამსახურება იქნება, პირადად გაგიცნობთ და მადლობას ისე გადაგიხდით!
ReplyDelete:) წარმატება ამ და ყველა საქმეში!
Delete💖💖
ReplyDeleteუღრმესი მადლობა!
ReplyDeleteძალიან უშუალო,თბილი და მეგობრული რჩევებია...
თქვენც მადლობა!
Deleteსაინტერესო რჩევებია,ისე ბატონო გიორგი სპეცპედაგოგთან დაკავშირებით შეკითხვაზე თუ შეგიძლიათ ასეთივე დამაჯერებელი პასუხი გამცეთ?
ReplyDeleteდიდი მადლობა! კონკრეტულად რა გაინტერესებთ? ისე, მე არ ვარ სპეციალური პედაგოგი.
Deleteბატონო გიორგი,თქვენ რჩევებს ყოველთვის ვეცნობი თქვენ ბლოგზე და დიდ სამსახურ მიწევს,რისთვისაც დიდი მადლობა.ახლავაპირებ გერედაკვირვების გაკვეთილის ჩატარებას და გეგმის ახლ ფორმაში ,რესურსის გრაფაში ასე ვკითხულობთ:დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშწონილობა
ReplyDeleteსასწავლო მიზნებთან მიმართებაში. ამავე გრაფაში უნდა გავაკეთო ხომ ჩანაწერი,მაგ.ასე: ესა და ეს ტექსტი ავიღე იმიტომ, რომ ის ხელს უწყობს მოსწავლებში სამეტყველო კომპეტენციის განვითარებას და ა.შ. და აუცილებლად მოვიყვანო ესგ -დან პარაგრაფი?
ასე არ დამიწერია გეგმა,ვთვლი ,რომ კონრტეტული სასწ.აქტივობა კონკრეტულ სასწ.მიზანთანაა კავშირში და რესურსი შესატყვისია ყოველთვის.
ცალკე რესურსის გრაფაში უნდა ვწერო განმარტება დამატებით ამიტომ,ამიტომ და ასე შ.
მადლობა, პრაქტიკის კვლევაც თქვენი რჩევების მიხედვით გავაკეთე და გარე დაკვირვებისთვისაც თქვენს რჩევებს გავითვალისწინებ, მადლობა
ReplyDeleteმადლობა, გიორგი, გასათვალისწინებელი რჩევებია. მას შემდეგ, რაც ეს რჩევები ჩამოაყალიბეთ ერთ წელზე მეტი გასულა, რამეს ცვლილებას ხომ არ შეიტანდით ან დაამატებდით?
ReplyDeleteმადლობა თქვენი გამოცდილების გაზიარებისათვის. ასეთი კითხვა მაქვს: ჯჯუფური მუშაობა რომ მიმდინარეობს, მუშაობის პროცესში ან დასასრულს კიდევ ერთხელ რომ შევახსენო დრო, მაგალიტად ასეთი კითხვით: „დროს მიაქციეთ ყურადღება“- სწორი იქნება თუ არა, თუ მხოლოდ დასაწყისში შევახსენო ჟგუფური მუშაობის წესები?
ReplyDeleteგმადლობთ! ძალიან მეხმარება თქვენი რჩევები.ძალიან გულისხმიერი ბრძანდებით!
ReplyDelete