Saturday 22 June 2019

კითხვის სწავლების გაუმჯობესება არაქართულენოვანი სექტორის დაწყებით საფეხურზე

სკოლის საჭიროებათა კვლევა ფოტოებში


ფონოლოგიურ ტესტებზე მუშაობა
მასწავლებლის მიერ ჩატარებული ტესტის ნიმუშები






Wednesday 12 June 2019

რესურსი "აი წიგნი" და მისი რეფლექსია



რას წარმოადგენს “აი წიგნი”?
“აი წიგნი” არის დიდფორმატიან ქაღალდზე შესრულებული წიგნის მაკეტის ფორმის ილუსტრირებული რესურსი, რომელსაც აქვს წიგნივით გარეკანი (მასზე გამოსახულია მიმზიდველი ფერადი ილუსტრაცია და სათაური. აგრეთვე ავტორი და თარიღი.) და გადასაშლელი გვერდები.


რესურსი წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ წიგნს, რომელიც მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად წაიკითხონ და ამას არ სჭირდება ანბანის საფუძვლიანი ცოდნა. წიგნის განშლის ერთ მხარეზე არის ცხრა ილუსტრაცია, ხოლო მეორე მხარეს არის ამ ილუსტრაციების შესაბამისი წარწერები.
კერძოდ: ხე, სახლი, მზე, ცა, ია (ცენტრში) ბუ, სოკო, კუ, ბალი. სიტყვები წარმოადგენს ადვილად დასახატს და ადვილად წარმოსათქმელს და ძირითადად არის ერთმარცვლიანი და ორმარცვლიანები.


რესურსის გამოყენება საშუალებას იძლევა მივაღწიოთ ესგ-ით გათვალისწინებულ შედეგებს. კერძოდ:
შედეგი:
ქ.მ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის სტრატეგიების შერჩევითა და გამოყენებით მცირე ზომის სხვადასხვა ტიპის ტექსტის წაკითხვა და ზოგადი შინაარსის გაგება.
ინდიკატორები:
Ø  პირდაპირი გზით (გაშიფრის გარეშე) ამოიცნობს ხშირად გამოყენებული სიტყვების ორთოგრაფიულ ხატს (მთლიანი სიტყვის ამოცნობა დამარცვლა-დანაწევრების გარეშე, ე.წ. პირდაპირი    გზით. როცა მოსწავლეს მეხსიერებაში აქვს კონკრეტული სიტყვის ორთოგრაფიული ხატი, ანუ მასში მოცემულ ასოთა მოწესრიგებული თანამიმდევრობა, იგი დანახვისთანავე აკავშირებს ამ ხატს სიტყვის მნიშვნელობასთან.)
Ø ილუსტრირებულ ტექსტში პოულობს ნაცნობ სიტყვებსა და ორ-სამსიტყვიან წინადადებებს;
Ø ავლენს წიგნსა და ტექსტზე მუშაობის ელემენტარულ ჩვევებს (მაგ., ამოიცნობს წიგნის კომპონენტებს: ყდას, ფურცელს, ილუსტრაციას, ტექსტს, სათაურს, ავტორს; გამოყოფს ტექსტში წინადადებებს, წინადადებებში სიტყვებს, სიტყვებში ასოებს).
















წინამდებარე რეფლექსიაში ვუპასუხებ შემდეგ შეკითხვებს:

რამ განაპირობა რესურსის შექმნა?
რესურსის შექმნა განაპირობა იმ საჭიროებებმა, რომელიც წარმოიშობა პირველი კლასის მოსწავლებთან კითხვის სწავლების სულ პირველი ნაბიჯების დროს. წიგნთან მუშაობის საწყისი უნარ-ჩვევების გამომუშავებამ, მთლიანი სიტყვების წაკითხვის უნარის ჩამოყალიბების საჭიროებამ, ლექსიკური მარაგის გამდიდრების საჭიროებამ (გავითვალისწინოთ, რომ ეს რესურსი დამზადებულია იმ მოსწავლებისთვის, რომლეთათვისაც ქართული მშობლიური ენა არაა.) მიბიძგა შემექმნა წინამდებარე რესურსი.

 რამდენად შეესაბამება რესურსი ესგ-თი განსაზღვრულ მისაღწევ შედეგებს?
  აღნიშული რესურსი «აი წიგნი» სრულად პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ, ეს რესურსი ხელს უწყობს მოსწავლეებში წიგნიერების საწყისი უნარების ჩამოყალიბებას, ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, კითხვის სწავლების პირველ საფეხურზე მთლიანი სიტყვების წაკითხვის უნარში გაწაფვას. მოსწავლეები უმტკივნეულოდ აცნობიერებენ, რომ წიგნში არის ილუსტრაციები და ტექსტი, წიგნს ჰყავს ავტორი, აქვს სათაური…


  














რამდენად არის გათვალისწინებული ამ რესურსის სამიზნე ჯგუფის მოსწავლეთა თავისებურებები?
   რესურსი «აი წიგნი» განკუთვნილია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის, როგორც წინასაანბანო პერიოდში, ასევე საანბანო პერიოდისთვის. შესაბამისად, მისი გამოყენება გათვალისწინებულია პირველკლასელი მოსწავლეებისთვის ან შემდგომ კლასებში კითხვაში დეკოდირების პრობლემების მქონე მოსწავლეებისთვის. განსაკუთრებით სასურველი და სასარგებლოა მისი გამოყენება ქართულის, როგორც მეორე/უცხოური ენის შემსწავლელი მოსწავლეებისთვის. მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება პირველ ეტაპზე არა მხოლოდ კითხვის ელემენტარული უნარების ჩამოყალიბება, არამედ საბაზისო ლექსიკური მარაგის დაგროვებაც.
  ამ ასაკის ბაშვებისთვის მიმზიდველი იქნება ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული რესურსი, რომელშიც გამოყენებულია ნაცნობი საგნები ა მისი აღქმა/წაკითხვა გაადვილებულია მოსწავლეებისთვის.

    როგორ უნდა გამოვიყენოთ რესურსი და რამდენად ლოგიკურია მისი გამოყენება  საგაკვეთილო პროცესში
   მისი გამოყენება შესაძლებელია პირველივე დღეებიდან, როდესაც ვიწყებთ საბაზისო ლექსიკური მარაგის დაგროვებას, წიგნთან მუშაობის საწყისი უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ფონოლოგიური უნარების ჩამოყალიბებას, მთლიანის სიტყვების წაკითხვის უნარში მოსწავლეთა გავარჯიშებას, ზოგიერთი ასოს დამახსოვრებაში მოსწავლეთა ხელშეწყობას.
  ამ უნარებზე მიზანიმიმართული მუშაობა სასარგებლოა ნებისმიერი გაკვეთილის მიმდინარეობისას. ამასთან, რესურსში გამოყენებული სიტყვები შესაძლოა იყოს გაკვეთილის შინაარსში, შესაძლოა არც იყოს. ორივე შემთხვევაში სასარგებლო იქნება, ორივე ვარიანტს აქვს თავისი დადებითი პედაგოგიკური მხარე. კერძოდ, თუკი რესურსის სიტყვები (ხე, ბუ…) შეესაბამება გაკვეთილის შინაარსს, ამ შემთხვევაში რესურსი გაკვეთილის მისაღწევი მიზნების დამხმარე საშუალება აღმოჩნდება. ხოლო თუკი რესურსში გამოყენებული სიტყვები არ შეესაბამება გაკვეთილის შინაარსს, მაინც სასარგებლო იქნება ამ წიგნის ამ გაკვეთილზე გამოყენება, რადგან პირველკლასელები უკვე განყენებულად გავარჯიშდებიან ზემოთ დასახელებულ უნარებში.

 
  
  
  ის სფეროები (თემები, ასაკობრივი კატეგორიები, საგნები...), რომლებშიც შესაძლებელია ამ რესურსის საგამანათლებლო მიზნით გამოყენება იმავე ან მოდიფიცირებული სახით - როგორ შეიძლება მისი მოდიფიცირება და გამოყენება სხვა კონტექსტში?
   რესურსის გამოყენება სასურველია ლექსიკური მარაგის დაგროვების (განსაკუთრებით არაქართულენოვან სკოლებში) და მთლიანი სიტყვების წაკითხვის უნარის ჩამოყალიბების მიზნით. მისი გამოყენებით სასარგებლოა ფონოლოგიურ უნარებზე ვარჯიში.
  რესურსის მიხედვით შესაძლებელია დამზადდეს სხვა «წიგნებიც» ან მას შეიძლება დაემატოს ფურცლებიც. თანდათან შესაძლებელი სიტყვების «გართულებაც» ანუ მასში სამმარცვლიანი, ოთხმარცვლიანი და მეტმარცვლიანი სიტყვების გამოყენებაც. მთავარია, მოსწავლისთვის ეს სიტყვები და ილუსტრაციები იყოს ადვილად აღსაქმელი და დაადვილად «ამოსაკითხი».
   რესურსის გამოყენება შესაძლებელია მაშნაც, როდესაც მ,ოსწავლეები უკვე გადავლენ სიტყვების დეკოდირებაზე. ამ პროცესში მათ შეუძლიათ «გაიხსენონ» აღნიშნული წიგნი და უკვე რომხრივი სტრატეგიით (მთლიანი სიტყვების წაკითხვა და დეკოდირება) წაიკითხონ ძველი ნაცნობი სიტყვები.

 როგორ შეუწყო ხელი სამიზნე ჯგუფის აქტიურ ჩართულობასა და ინტერაქციას სასწავლო პროცესში აღნიშნული რესურსის გამოყენებამ?
პირველკლასელი მოსწავლეები ხალისით ითვისებენ შეთავაზებული რესურსის მიხედვით როგორც ახალ სიტყვებს, ასევე ამ სიტყვების გამოყენებით ივითარებენ ფონოლოგიურ უნარებს. რესურსი ფერადია, ილუსტრირებული, წიგნის ერთგვარი მოდელია და პატარა მოსწავლეებს უხარიათ მასთან ინტერაქცია.






















სამიზნე ჯგუფის კონკრეტულად რა უნარების განვითარებას 
შეუწყო ხელი და როგორ აღნიშნულმა რესურსმა?
 როგორც აღვნიშნე, რესურსი ხელს უწყობს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა წიგნთან მუშაობის საწყისი უნარ-ჩვევები, ფონოლოგიური უნარები, მთლიანი სიტყვების წაკითხვის უნარი და ლექსიკური მარაგის ათვისებისა და გამოყენების უნარი.

  იჩინა თუ არა თავი რაიმე პრობლემამ რესურსის გამოყენებისას და როგორ გადაჭერით იგი?
 რაიმე სპეციფიკური პრობლემა რესურსის გამოყენებისას არ დაფიქსირებულა. აღსანიშნავია, რომ ერთი განშლის ათვისების შემდეგ მოსწავლეებს უჩნდებოდათ სურვილი, რომ წიგნი “გადაგვეშალა” და მეორე განშლაზეც აგვეთვისებინა სიტყვები და სურათები. ეს ფაქტორი იმდენად პრობლემაზე არ მეტყველებს, რამდენადაც რესურსის გაუმჯობესებაზე და დავიწყე კიდეც მეორე განშლის დამზადებაც. მე სხვა მხრივაც ვიყენებ სიტყვების ილუსტრაციებსა და მთლიან სიტყვებს, მაგრამ ასე ერთ “წიგნად” თავმოყრილი მართლაც სასარგებლოა მოსწავლეებისთვის. აღნასნიშნავია, რომ რესურსის გამოყენება აბსოლუტურად უსაფრთხოა ამ ასაკის მოსწავლეებისთვის.

 რა შეცვალა თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში   

აღნიშნული რესურსის გამოყენებამ?
 რესურსის გამოყენების შედეგად სასწავლო პროცესი გახდა უფრო სახალისო მოსწავლეებისთვის და შედეგებიც შედარებით ადვილად მიიღწეოდა. ვგულისხმობ იმ უნარების მიმართულებით, რომლებიც ზემოთ დავასახელე. რასაკვირველია, ამ ერთი რესურსით შეუძლებელია მიზნების საბოლოო მიღწევა, მაგრამ მსგავსი რესურსებითა და სხვა დამხმარე საშუალებებით სასურველი შედეგების მიღწევა შესაძლებელი იქნება.

გიორგი ჭაუჭიძე, 2018-19 სასწავლო წელი

"გიორგი ჭაუჭიძე" შორენა ტყეშელაშვილისა (მასწავლებლის სახლი)

მასწავლებლის სახლის ვიდეობლოგი არქართულენოვანი სკოლების შესახებ