Sunday 4 February 2018

როგორ დავწეროთ რეფლექსია ჩატარებულ გაკვეთილზე

როგორც ვიცით, რეფლექსია უნდა უპასუხებდეს ხუთ შეკითხვას:

  1. რამდენად მივაღწიე გაკვეთილის მიზანს? ("გავედი" თუ არა მიზანზე?)
  2. რა იყო კარგი ჩატარებულ გაკვეთილში? რა ძლიერი მხარე შეიძლება გამოვკვეთოთ?
  3. შევცვალე თუ არა გაკვეთილის გეგმა და რატომ? 
  4. რა არ გამოვიდა ისე, როგორც დაგეგმილი მქონდა? ან: რა იყო პრობლემური?
  5. როგორ გავაუმჯობესებ სუსტ მხარეს? 

(შეკითხვები სხვადასხვა ფერის იმიტომაა, რომ ქვემოთა რეფლექსიებიც ამის მიხედვითაა გაფერადებული.)


   აღნიშნული შეკითხვები ადამიანმა უნდა დასვას ნებისმიერი საქმიანობის დასრულების შემდეგ, თუკი მას უნდა, უკეთესად გააკეთოს ეს საქმე მომავალში. მაგალითისთვის ავიღოთ დიასახლის რეფლექსიური ფიქრები, ვთქვათ, ლობიოს მომზადების შემდეგ:

- მშვენიერი ლობიო გამომივიდა, გემრიელად ჭამეს ბაშვებმა. ემზარსაც ძალიან მოეწონა და ღიმილით შემაქო...
საოცარი გემო ჰქონდა და სურნელიც. ძალიან კარგად მქონდა შეზავებული სანალებლებით.  თავისი როლი შეასრულა ქოთანმაც. სხვა დროს ყოველთვის ქოთანში გავაკეთებ ხოლმე. განსაკუთრებით მოუხდა ახალი ქინძი და ცოტაოდენი ძმარიც. ნიგვზითაც ზომიერად იყო შეკაზმული. თან ძალიან კარგად მოვიქეცი, რომ ნიგოზი კი არ დავაბლენდერე, არამედ ქვასანაყში დავნაყე. ბლენდერი ხომ რესტორნულ გემოს აძლევს კერძს...
თავიდან განზრახული მქონდა ხახვით გამეკეთებინა, მაგრამ სახლში არ აღმომაჩნდა და გადავწყვიტე აღარ მექნა ხახვი. 
მართალია, საკმარისად ამოვლესე ქოთანში, მაგრამ ცოტა არ იყოს, მარცვლები იყო გაპარული. მარცვლები იმდენად არ ქმნიდა პრობლემას, რამდენადაც ის, რომ ისინი მოუხარშავის შთაბეჭდილებას ტოვებდა. კი, ყველას ძალიან მოეწონა და ორ-ორი ჯამიც კი მიირთვეს, მაგრამ ეს ხარვეზი მაინც შესამჩნევი იყო. ჩემი დედამთილი ცოცხალი რომ ყოფილიყო, აუცილებლად აღნიშნავდა ამას. მართალია, ცოტა მეჩქარებოდა და ეს იყო ამის მიზეზი, მაგრამ ეს მარჯვე დიასახლისს არ ამართლებს... 
მომავალში ვეცდები, რომ ლობიოს ხარშვა არ დავაკლო და ამოლესვის დროსაც ქოთანშივე კი არ ამოვლესო, არამედ თუშფალანგზე ამოვიღო და დაბეჯითებით დავსრისო თითოეული მარცვალი. ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში მართლაც რომ სრულყოფილებას შევთავაზებ ჩემს საყვარელ ადამიანებს. 

   ვნახოთ რეფლექსიის ნიმუში პირველი კლასის გაკვეთილისთვის და პირობითად გამოვყოთ ზემოთ დასახელებული ხუთი პუნქტი:

გაკვეთილის მსველობით კმაყოფილი დავრჩი. ერთი მხრივ, მოსწავლეებმა გაამართლეს ჩემი მოლოდინები, მეორე მხრივ, დაგეგმილმა აქტივობებმაც სათანადოდ იმუშავა. 
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ფონოლოგიური უნარების გავარჯიშება, ზეპირმეტყველებისა და მოსმენის უნარების გავარჯიშება, რამდენი ახალი სიტყვის ათვისება და მცირე, მარტივი სიმღერის მღერა. 
მე გაკვეთილს წარვმართავდი გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვით, მნიშვნელოვანი გადახვევა-მოდიფიცირება არ დამჭირვებია. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ გაკვეთილის შედეგები შეესაბამებოდა წინასწარ განსაზღვრულ საგაკვეთილო მიზნებს. 

გაკვეთილის მიზნების მიღწევას სწორედ სწორად დაგეგმილი აქტივობების ეფექტურად წარმართვამ შეუწყო ხელი, რადგან ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ უზრუნველყოფდა მოსწავლეებში დასახული მიზნების შესაბამისი შედეგების დადგომას. ეფექტურად გამოვიყენე საგაკვეთილო რესურსებიც, რომლებიც არც ზედმეტად იყო გადატვირთული და არც ნაკლებობა იგრძნობოდა. კარგად იმუშავა პოსტერმა, სიტყვების ბარათებმა, აქტიურად გამოვიყენეთ სახელმძღვანელოც და რვეულებიც. საერთო ჯამში ყველა მოსწავლე აქტიურად იყო გაკვეთილში ჩართული და თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალური შედეგები "დადეს".  

გაკვეთილის გეგმაში წინასწარვე მქონდა ნავარაუდევი, რომ შესაძლოა, ზოგიერთი აქტივობა არ ყოფილიყო გაკვეთილის განმავლობაში ბოლომდე რეალიზებული. შესაბამისად, ამ შემთხვევაში გარკვეული ცვლილება შეიძლებოდა შეჰხებოდა საგაკვეთილო მიზანს. მართლაც, გაკვეთილის მსვლელობისას ცხადია გახდა, რომ სიმღერა, რომლის დამუშავებასაც ვაპირებდით, ბოლმდე ვერ იქნებოდა ათვისებული. ამიტომაც გადავწყვიტე მეორე სტროფის მოხსნა. ამით გაკვეთილის ტემპის ზომიერებაც შევინარჩუნეთ და არც საგაკვეთილო მიზნები დაგვიზარალებია. 

სხვა რაიმე პრობლემური მხარე გაკვეთილზე არ დაფიქსირებული მოსწავლეები ატიურად მონაწილეობდნენ საგაკვეთილო აქტივობებში. 

რას შევცვლიდი ამ გაკვეთილში, სხვა დროს რომ ჩამეტარებინა? ზემოთ თქმულიდან გამომდინარე უნდა ვთქვა, რომ სიმღერას შევამოკლებდი-თქო. ზოგადად კარგი იქნება, თუ გავითვალისწინებ გაკვეთილის დროში შემოზღუდულობასა და აქტივობების რეალური გრძლიობით დაგეგმვას. 

ბოლოს, მინდა გაგიზიაროთ რეფლექსიის სქემატური მონახაზი, რომელიც შეგვეძლება გადავაკოპიროთ და შევავსოთ ჩვენ მიერ ჩატარებული გაკვეთილის მიხედვით (რეფლექსიას დავნომრავ ზემოთ მითითებული ნაწილების მიხდვით):

1. ჩატარებული გაკვეთილის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ მიზნები მიღწეულია. ჩემი გაკვეთილის მიზნები -----------------------------------------------------------------------------------, ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------, ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- სრულად იქნა მიღწეული. მოსწავლეებმა შეძლეს გაკვეთილის ბოლოს ჩემ მიერ დაგეგმილი შედეგების რეალიზება. 

2. მინდა გამოვყო რამდენიმე ძლიერი მხარე ჩემი გაკვეთილიდან: გაკვეთილი საკმაოდ აქტიურად წარიმართა, რასაც ხელი შეუწყო ჩემ მიერ დაგეგმილმა მრავალფეროვანმა აქტივობებმა. ბავშვები განსაკუთრებით საქმიანად ჩაერთნენ მესამე და მეოთხე აქტივობებში, როდესაც ჩვენ ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- და ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------. აგრეთვე გამოვყოფდი გაკვეთილზე გამოყენებული რესურსების მრავალფეროვნებას. ამან უზრუნველყო მოსწავლეთა საკმაოდ მაღალი დაინტერესება და შედეგების მიღწევაც. გონივრულად მქონდა შერჩეული აქტივობების ორგანიზების ფორმები და მეთოდებიც. 

3. გაკვეთილის გეგმაში არაფერი არ შემიცვლია, თუ არ ჩავთვლით იმარ, რომ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------. 

4. გაკვეთილის მსვლელობისას გარკვეული ხარვეზიც გამოიკვეთა, რამაც ერთგვარი დაბნეულობა გამოიწვია ჩემში. თუმცა, დროულად მოვბილიზდი და ყველაფერი ისე წარვმართე, რომ საგაკვეთილო მიზნები არ დამიზარალებია. საქმე ეხება მეხუთე (მეოთხე ან მეექვსე) აქტივობის მსვლელობას, როდესაც ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------. (აქ ჩავწერთ დაფიქსირებულ ხარვეზს. მაგალითად, ა) სამუშაო ფურცლები, რომლებიც წყვილებში დავარიგე, არ აღმოჩნდა საუკეთესო გადაწყვეტილება, რადგან ბავშვები კომფორტულად ვერ მუშაობდნენ ერთ ფურცელზე. ან/და ბ) მოსწავლეებმა ვერ დაძლიეს შეთავაზებული დავალება და უფრო მეტი დრო დასჭირდათ, ვიდრე ვვარაუდობდი. ამის გამო გაკვეთილის მესამე შემაჯამებელი ფაზისთვის ცაიტნოტში აღმოვჩნდი ანუ კინაღამ, როგორც ჩემი კოლეგები იტყვიან, "დროში ვერ ჩავეტიე". 

5. სხვა დროს რომ ჩავატარო მსგავსი გაკვეთილი, ცხადია, გავითვალისწინებ ამ გაკვეთილის გამოცდილებას და სხვაგვარად წარვმართავ იმ მონაკვეთს, რომელშიც ხარვეზი დაფიქსირდა. კერძოდ, ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------. (აქ ჩავწერთ მესამე პუნქტში დასახელებული ხარვეზის გამოსწორების გზებს. მაგალითად, ა) სამუშაო ფურცლებს ორ მოსწავლეს კი არ მივცემ ერთ ცალს, არამედ თითოეულს საკუთარს გადავცემ და ასე უფრო კომფორტულად იმუშავებენ. ან/და ბ) შეთავაზებული დავალების შესრულებას ვთხოვ ჯგუფებში, რაც გაუადვილებს ამ დავალებას მოსწავლეებს და დროც დაგვეზოგება მესამე ფაზისთვის.)
ვფიქრობ, აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინება სრულფასოვნებას შესძენდა ჩემ მიერ ჩატარებულ გაკვეთილს. 

ბოლოს დავძენ: ბოლოს შემოთავაზებული რეფლექსიის გადაკოპირებისას, ცხადია, არაა საჭირო ფერადი შრიფტის გამოყენება და ასე შეთავაზება სკოლის შეფასების ჯგუფის წევრებისთვის. ვინძლო, არ დაიბნენ!

45 comments:

  1. გმადლობთ, გიორგი. კარგად ვიხალისე.

    ReplyDelete
    Replies
    1. აი "ემზარი" მეც ღიმილით თუ შემაქებს თქვენი ლობიოსავით მაშინ გამიმართლა!

      Delete
  2. :) მადლობა! მომეწონა! ნამდვილად სასარგებლო რჩევებია! ლობიო სუპერ! მართლა სუპერ,მაგრამ ხაჭაპურზე რომ ვიფიქრო,ვითომ არ გამოვა? :)

    ReplyDelete
    Replies
    1. :) მადლობა! ხაჭაპურზეც!

      Delete
  3. ძალიან კარგია. მადლობა. რეფლექსია,რომელიც გუნება-განწყობილებას გაგიუმჯობესებს და არა, პირიქით... ფერების შეცვლის რჩევა მომეწონა.. :)

    ReplyDelete
    Replies
    1. აი, ლობიოს მაგალითი კარგი შედარება იყო. მადლობა ასეთი სასარგებლო რესურსისთვის. და კიდევ გილოცავთ მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს!

      Delete
  4. ჰა-ჰა-ჰა, მაგარია

    ReplyDelete
  5. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  6. ძალიან კარგია, ბევრი რამ გასათვალისწინებელია.ცოტა ენობრივ ხარვეზებს თუ მიაქცევთ ყურადღებას, უკეთესი იქნება.წარმატებებიი...

    ReplyDelete
  7. მშვენიერია,მომეწონა თან კარგად ვიხალისე😊

    ReplyDelete
  8. This comment has been removed by a blog administrator.

    ReplyDelete
  9. აუცილებლად ურჩევდა რძალს დედამთილი: ლობიოს პირველი ნადუღი წყალი გადაუწურე და ახალი დაასხიო.კალმის ფერებზე კი ხშირად ხუმრობთ.

    ReplyDelete
  10. უკვე მეორედ წავიკითხე... არ შეიძლება, სიახლეებიც ამ სახით მოგვაწოდონ?

    ReplyDelete
  11. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  12. შესანიშნავია! აი, ეს არის ანალიზი და არა -აღწერა, რაც, სამწუხაროდ უმეტესობას გამოსდის! თქვენგან კარგად მიგნებული სტრატეგიაა ისიც, ლობიოს მაგალითზე როგორ გასაგებად ასახეთ, რას ნიშნავს საკუთარი ქმედებების გააზრება და შეფასება! აი, როგორ მარტივად შეიძლება სირთულის დაძლევა!

    ReplyDelete
  13. მომეწონააა...

    ReplyDelete
  14. რეფლექსია ლაკონურია და პასუხობს დანიშნულებას. ვიფიქრებდი გაკვეთილის მიზნის მიღწევის გაზომვადობაზე - რამდენად იზომება ის ცვლილება მოსწავლის ცოდნა/უნარებში, რაც იქნა გაკვეთილის პროცესში მიღწეული.

    ReplyDelete
  15. უღრმესი მადლობა , თქვენ 👍👏👏👏😊

    ReplyDelete
    Replies
    1. თქვენის ნებართვით ჩემს ლოგზე წავიღებ 😊

      Delete
  16. უაღრესად საჭირო და სასარგებლო,მადლობა თქვენ!

    ReplyDelete
  17. ვიხალისე, მომეწონა ძალიან !!!!

    ReplyDelete
  18. რომ არა ლობიო... და მარტივად და გასაგებად მოწოდებულია

    ReplyDelete
  19. ჩვენ ვნათლდებით, ბავშვები დაგვრჩა გაუნათლებელი.

    ReplyDelete
  20. მადლობა, ძალიან მომეწონა

    ReplyDelete
  21. არ დამიკოპირებია მაგრამ ძალიან დამეხმარა ეს სტატია გმადლობთ.

    ReplyDelete
  22. ვფიქრობდი ანალიზის მაგივრდ აღწერა არ გამომსვლოდა.ლობიოს მაგალითი ძალიან მომეწონა.

    ReplyDelete
  23. ყველაზე მეტად რეფლექსიების წერა მეზარება. ამ სტატიამ მომიხსნა კომპლექსი, მადლობა, გიორგი!!!

    ReplyDelete
  24. დიდი მადლობა

    ReplyDelete
  25. მომეწონა,მჭირდება და გამოვიყენებ...მადლობა

    ReplyDelete
    Replies
    1. თქვენი დახმარებით იმისთანა რეფლექსია ,,გავწანწკლე"-მტერს შეშურდება

      Delete
  26. როგორც ყოველთვის გიორგის სტატიებში იპოვი ისეთ მარცვალს,რომელიც გეხმარება უამრავი პასუხის გაცემაში. პ.ს გარედაკვირვების სტატია ხომ გამომადგა და ახლა რეფლექსიაც ზუსტად ისაა რასაც ვფიქრობდი რომ უნდა დამეწერა. სენდვიჩის პრინციპით. 😍 მადლობა. 💝

    ReplyDelete
  27. უკვე ბევრს უთქვამს, რაც სათქმელი იყო. წარმატებები!

    ReplyDelete
  28. მთავარია რეფლექსიის წერის დროს ყველა აქ მოყვანილი რჩევა გავითვალისწინოთ. იუმორი კარგია-ეს ლობიო და ფერადი შრიფტიც მისწრებაა <3 მადლობა

    ReplyDelete
  29. როგორ მომეწონა რა კარგად გაქვთ პარალელი გავლებული :) მადლობა

    ReplyDelete
  30. Best No Deposit Bonus Codes in India - Herzamanindir.com
    5 steps1.Visit the official website 1xbet 먹튀 of herzamanindir No Deposit India.
    Benefits gri-go.com of using a no deposit bonus.
    Benefits sporting100 of using a no deposit bonus.
    Benefits of using a no 1등 사이트 deposit bonus.
    Online Sincere Accessory domain www.online-bookmakers.info

    ReplyDelete

"გიორგი ჭაუჭიძე" შორენა ტყეშელაშვილისა (მასწავლებლის სახლი)

მასწავლებლის სახლის ვიდეობლოგი არქართულენოვანი სკოლების შესახებ