Thursday 9 May 2019

როგორ დავწეროთ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში

დოდონა



როგორ ვასწავლოთ ასო-ბგერები პირველ კლასში

ასო-ბგერის სწავლების ანალიზურ-სინთეზური მიდგომის მიხედვით "მთელი-ნაწილები-მთელის" მოდელზე აგებულ გაკვეთილზე ახალი ასო-ბგერა "დ"-ს შესწავლა. თან ერთვის ვიდეომასალაც.

ვიდეო იხ. აქ. 

გაკვეთილის გეგმა და რეფლექსია

პირველი კლასი
გიორგი ჭაუჭიძე
ინოვაციური ტიპის სამოდელო გაკვეთილი
(ინოვაცია: საანბანო პერიოდში ასო-ბგერა შეისწავლება მთლიანენობრივი, სრულფასოვნად ანალიზურ-სინთეზური მიდგომით ენობრივი პრაქტიკის მეთოდის გამოყენებით, რაც არაა გათვალისწინებული ჩვენს ხელთ არსებულ არცერთ სახელმძღვანელოში. ამ მიდგომის ამ მიზნით გამოყენების შესახებ ჩატრებული მაქვს პრაქტიკის კვლევაც, რომლის ანგარიშიც ამავე ბლოგზეა გაზიარებული.) 

     თემა: ასო-ბგერა “დ”-ს სწავლება
     საგანი, კლასი: ქართული, როგორც მეორე ენა. პირველი კლასი.
    
     მოსწავლეთა პროფილი: 25 მოსწავლე, მათ შორის არაა სსსმ მოსწავლე.

     მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ყოველ ჯერზე, ნებისმიერ სიტუაციაში, სწორად ამოიცნონ           ასო-ბგერა “დ” ტექსტსა თუ დამოუკიდებლად. მოახერხებენ მის მართებულად დაწერას.

     სამიზნე ცნება: სიტყვის დეკოდირება

     მკვიდრი წარმოდგენები: 
  • ტექსტი შედგება წინადადებებისგან, წინადადება - სიტყვებისგან.
  • ერთი და იგივე სიტყვა შეიძლება წარმოვთქვათ ან დავწეროთ.
  • წარმოთქმული სიტყვა  იშლება მარცვლებად და ბგერებად. 
  • დაწერილი სიტყვა შედგება ასოებისგან.
  • ითხვისას ამოვიცნობთ ასოებს, ვაკავშირებთ შესაბამის ბგერებთან.
  • ბგერებს ვამთლიანებთ მარცვლებად, მარცვლებს-სიტყვებად და ამოვიცნობთ მნიშვნელობას.
      კავშირი ესგ-სთან:
     ქ.მ.დაწყ.(I).2.  კითხვის სტრატეგიების შერჩევითა და გამოყენებით მცირე ზომის                             სხვადასხვა ტიპის ტექსტის წაკითხვა და ზოგადი შინაარსის გაგება.
      ქ. მ. დაწყ. (I) 3. სათანადო სტრატეგიების გამოყენებით ხმამაღალი (გამართული და                          გაწაფული) კითხვის ელემენტარული უნარ-ჩვევის გამოვლენა.


       გამოყენებული მეთოდები: რეალური ნივთები, ერთობლივი წერა, სამოდელო წაკითხვა, ერთობლივი წაკითხვა, დამოუკიდებელი წერა, დაჭრილი სიტყვების/წინადადებების აწყობა, სიტყვის/ასოების ბარათები.
     გაკვეთილის აქტუალობა:
 ანბანის შესწავლა ერთ-ერთი საკვანძო მომენტია მთლიან სასწავლო პროცესში და მისი უმტკივნეულოდ, სახალისოდ წარმართვა, ერთი მხრივ, აძლიერებს პირველკლასელი მოსწავლის მოტივაციას სწავლაში, მეორე მხრივ, აადვილებს ამ პროცესს. სახელმძღვანელოს ტექსტებისა და მიდგომისგან განსხვავებული, შემოთავაზებული მიდგომით ასო-ბგერის ათვისება სწორედ ამ მიზნებს ემსახურება.


       შეფასება: განმავითარებელი შეფასება (რუბრიკა იხ. დანართში)
    
       წინარე ცოდნა: მოსწავლეებს შეუძლიათ ნასწავლი ასო-ბგერების დეკოდირება, ნაცნობი           სიტყვების მთლიანად წაკითხვა, გამომუშავებული აქვთ ფონოლოგიური უნარ-ჩვევები, აქვთ       საბაზისო ლექსიკური მარაგი.

     რესურსები: რეალური საგნები (მედუზის სათამაშო თოჯინა სახელად დოდონა), დაფაზე               ცარცით დაწერილი მიკროტექსტი, სიტყვის ბარათები, დაჭრილი სიტყვები და ასოები,                    გამოსაძახებელი ჩხირები.


გაკვეთილის მსვლელობა
ფაზა 1. მთელი


     აქტივობა 1. საორგანიზაციო საკითხები - 2 წთ. (დრო პირობითია. აქ წარმოდგენილი აქტივობები შესაძლოა გაგრძელდეს ორი გაკვეთილიც...)
     მიზანი: მოსწავლეთა მობილიზება, დასწრების გადამოწმება, გაკვეთილის მიზნისა და                 შეფასების პრინციპების გაცნობა.
     აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის მიზნებსა და შეფასების                       პრინციპებს:
    - დღეს ჩვენ ვისწავლით ახალ ასო-ბგერას. ამისთვის ვნახავთ ერთ საინტერესო პერსონაჟს.         გინდათ?! ვისწავლით ახალ ასო-ბგერას, დავწერთ და წავიკითხავთ მიკროტექსტს.
     უნდა ვიაქტიუროთ, ვილაპარაკოთ, ყურადღებით მოვუსმინოთ, დავწეროთ და წავიკითხოთ       ჩვენი ტექსტი...
      რესურსი: გაკვეთილის მიზნები, შეფასების რუბრიკა, სახელების ბარათები
      ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი.
     
      აქტივობა 2. სამოტივაციო აქტივობა - 4 წთ.
      მიზანი: მოსწავლეთა მოტივაციის აღძვრა და პერსონაჟის წარდგენა.
     აღწერა: მასწავლებელი წარადგენს დამალულ პერსონაჟს. სვამს შეკითხვას, რა იქნება ეს            პერსონაჟი? ბიჭი? გოგო? ცხოველი? მოსწავლეებიც ასახელებენ თავიანთ ვერსიებს.
      შემდეგ მასწავლებელი ნელ-ნელა გამოაჩენს პერსონაჟის ერთ ფეხს და აგრძელებენ                  ვერსიების დასახელებას. შემდეგ ორ ფეხს, შემდეგ მესამეს და ბოლოს მთლიანად.
მასწავლებელი ამბობს, რომ ეს არის მედუზა და ამ მედუზას ჰქვია დოდონა. 
      რესურსი: ნაჭრის მედუზა-თოჯინა.
     ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი

     აქტივობა 3. პერსონაჟზე ინტერაქცია. მიკროტექსტის შექმნა ზეპირად.
     მიზანი: 
     აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეების მონაწილეობით ზეპირად შექმნის მიკროტექსტს.
      თითოეულ წინადადებას იმეორებს რამდენიმეჯერ მოსწავლეებთან ერთად.
      ეს არის მედუზა დოდონა.
      მედუზა დოდონას აქვს ხუთი ფეხი.
      დოდონა არ დადის.
      დოდონა დაცურავს.     
      რესურსი: თოჯინა
      ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი

     აქტივობა 4. სამოდელო წერა. ერთობლივი წერა. - 6 წთ. 
     მიზანი:
     აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად კიდევ ერთხელ იმეორებს შეთხზულ                 ტექსტს და იწყებს დაფაზე/ფლიფჩატზე დაწერას. ტექსტის დაწერის პროცესში                                 მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლები, ისინიც დაწერენ ცალკეულ ასოებს და სიტყვებსაც კი.
     რესურსი: დაფა/ფლიპჩარტი, ცარცი/მარკერი, თოჯინა
     ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი



     აქტივობა 5. ფიზიკური განტვირთვა - 2 წთ. 
     მიზანი: მოსწავლეები განიტვირთებიან ფიზიკურად.
    აღწერა: მასწავლებელი იძახებს ხუთ-ხუთ მოსწავლეს და იმიტირებენ, თუ როგორ დაცურავს       დოდონა.   
     რესურსი: თოჯინა მედუზა დოდონა
     ორგანიზების ფორმა: ხუთ-ხუთი მოსწავლე ჯგუფებად.

    აქტივობა 6. ტექსტის წაკითხვა - 3 წთ. 
     მიზანი: 
     აღწერა: მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს წაკითხვის სხვადასხვა მეთოდით: ერთობლივი       წაკითხვა, ექოს ტიპის წაკითხვა, გარკვეული ნიშნით შერჩეული მოსწავლეების მიერ                     ერთობლივი წაკითხვა. 
     რესურსი: დაფაზე/ფლიფჩარტზე დაწერილი ტექსტი. 
     ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი, ჯგუფები

     ფაზა 2. ნაწილები

    აქტივობა 6. სიტყვისა და ასოების ბარათების წაკითხვა - 3 წთ. 
     მიზანი: მოსწავლეები გავარჯიშდებიან მთლიანი სიტყვების წაკითხვაში.
     აღწერა: მასწავლებელი იღებს სიტყვისა და ასოების ბარათებს მონაცვლეობით, აჩვენებს             მოსწავლეებს და აკრავს შესაბამის ადგილზე, ვარჯიშობენ მათს წაკითხვაში.

(იხ. დანართი)
სიტყვები: მედუზა, დოდონა, დადის, დაცურავს...
ასოები: ა, ი, დ, მ, ზ, გ,
ყურადღება მახვილდება ახალ ასო-ბგერა “დ”-ზე. მასწავლებელი წერს ამ ასოს დაფაზე. 

აქტივობა 7. ასოებისგან სიტყვების აწყობა. სიტყვებისგან წინადადებების აწყობა. - 3 წთ. 
მიზანი: მოსწავლეები გაიწაფებიან სიტყვების/ასოების ამოცნობასა და წაკითხვაში.
      აღწერა: მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს სიტყვებად დაჭრილ წინადადებებს და                 სთხოვს ააწყონ წინადადებები. მოსწავლეთა ნაწილს ურიგებს ასოებად დაჭრილ სიტყვებს           და ისინი სიტყვებს ააწყობენ და დააწებებენ ფურცლებზე. 
     მაშინ როდესაც მოსწავლეები მუშაობენ მასწავლებელი გაიძახებს მიზანმიმართულად                   შერჩეულ მოსწავლეს და ავარჯიშებს დაფაზე დაწერილი ტექსტის წაკითხვაში, სიტყვების/            ასოების იდენტიფიცირებაში/დეკოდირებაში. 
     რესურსი: ასოებად დაჭრილი სიტყვები და სიტყვებად დაჭრილი წინადადებები. 
     ორგანიზების ფორმა: ჯგუფები

          ფაზა 3. მთელი

      აქტივობა 8. პერსონაჟს გადახატვა და სიტყვების დაწერა - 6 წთ.
     მიზანი: მოსწავლეები გადახატავენ დოდონას და გადაწერენ/დააწებებენ სიტყვებს.
     აღწერა:მასწავლებელი დაფაზე ხატავს მედუზა დოდონას სთხოვს ბავშვებსაც, გადახატონ           რვეულებში. ბავშვები ხატავენ პატარა რვეულებში დოდონას და დააწერენ მის სახელს:                 "მედუზა დოდონა”.

      ამ შემთხვევაში შესაძლოა საშუალება მივცეთ დაჭრილი ასოებითა და სიტყვებით აწყობილი        სიტყვები და წინადადებები დააწებონ თავიანთ დახატულ დოდონებს. 

      

       აქტივობა 9. პრეზენტაციები - 3 წთ. 

      მიზანი: მოსწავლეები წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს.

     აღწერა: მასწავლებელი იძახებს რამდენიმე მოსწავლეს და წარმოადგენენ ნამუშევრებს: "მე დავხატე მედუზა დოდონა"... "ეს არის მედუზა დოდონა". მასწავლებელი ეხმარება პრეზენტაციების დროს.  
ბაირამის დოდონა




     აქტივობა 10. გაკვეთილის შეჯამება, მოსწავლეთა შეფასება პოზიტიური კომენტარებით.

   მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს და აქებს მოსწავლეებს მასში აქტიური მონაწილეობისთვის. აკეთებს მოკლე უკუკავშირს მოსწავლეების ჩართულობისა და მიღწევების შესახებ. 
შესაძლოა მიეცეთ საშინაო დავალებად ნამუშევრის დასრულება ან/და რვეულებში დოდონას შესახებ წინადადებების დაწერა ან/და სამუშაო რვეულის რომელიმე შესაბამისი სავარჯიშოს შესრულება. 







მოსწავლის შეფასების რუბრიკა


კომპონენტი
სუსტად
დამაკმაყოფილებლად
კარგად
საუკეთესოდ
ახალი ასოს ამოცნობა. ტექსტის წაკითხვა.
ვერ ცნობს ახალ ასოს.
ახალ ასოს ცნობს უმეტეს შემთხვევაში,
გაწაფულად კითხულობს თითქმის ყოველ შემთხვევაში.
ყოველთვის უშეცდომოდ, გამართულად კითხულობს ტექსტს, მაშინაც კი, როდესაც ზოგჯერ ჯერ უსწავლელ ასოს ხვდება.
ახალი ასოს დაწერა. ტექსტის გადაწერა.
ვერ ახერხებს ახალი ასოს დაწერას
წერს ულამაზოდ. ვერ იცავს ქართული ასოებისთვის დამახასიათებელ რეგისტრს.
წერს უმეტესწილად სწორად და აკურატულად.
ყოველთვის ლამაზად, აკურატულად ახერხებს ახალი ასო “დ”-ს დაწერას.
ვერ ერთვება ატივობებში. ხშირად სჭირდება მასწვალებლისგან შენიშვნის მიცემა.
მასწავლებლისგან ზოგჯერ სჭირდება შენიშვნის მიცემა, რათა ყურადღებით ჩაერთოს აქტივობებში.
ძირითადად აქტიურად მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში.
ყოველთვის აქტიურია და იჩენს ინიციატივებს აქტივობების მსვლელობისას.

       



დასაჭრელი რესურს-მასალა 

ეს არის მეუზა ონა.
ონას აქვს ხუთი ი ფეხი.
ონა არ ის.
ონა აცურავს.


სიტყვისა და ასოების ბარათები


დოდონა


   დადის
  


დაცურავს



დ    ა   ი   მ



     ზ    გ     ე





მედუზა






გაკვეთილის რეფლექსია


0. რამდენად აკმაყოფილებს ჩატარებული გაკვეთილი ინოვაციური ტიპის სამოდელო გაკვეთილის კრიტერიუმებს? რამდენად იყო ინოვაციური ეს გაკვეთილი?
ვფიქრობ, ჩატარებული გაკვეთილი, მართლაც იყო ინოვაციური ხასიათის, რადგან ითვალისწინებს ანბანის სწავლების ისეთ თანამედროვე მიდგომას, როგორიცაა მთლიანენობრივი, სრულფასოვნად ანალიზურ-სინთეზური მიდგომა. ამასთან, ამ გაკვეთილზე წარმოდგენილი მეთოდი/მიდგომა არაა გათვალისწინებული ჩვენს ხელთ არსებულ არცერთ სახელმძღვანელოსა თუ მეთოდურ გზამკვლევში. (ცხადია, ეს მიდგომა ჩემი გამოგონება არაა - ასეთ მიდგომებს ვნერგავდით საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის G-PriEd-ის ფარგლებში. თუმცა, ამ გაკვეთილზე წარმოდგენილი სიტუაცია, კონტექსტი და შექმნილი მიკროტექსტი სრულიად ორიგინალურია, ჩემეულია.) გაკვთილი წარმართული იყო ანბანის ათვისების თანამედროვე მოდელის “მთელი-ნაწილები-მთელი” მიხედვით.
ვფიქრობ, გაკვეთილით შემოთავაზებული მოდელი საშუალებას იძლევა იგი გამოყენებული იყოს სხვა ასო-ბგერებისა და სხვა კლასებისთვის სხვა მასწავლებლების მიერ.
1. მიღწეულ იქნა თუ არა მიზანი?
გაკვეთილის მიზანი იყო ასო-ბგერა “დ”-ს ათვისება, მისი ამოცნობისა და დაწერის უნარ-ჩვევის გამომუშავება. ეს ესგ-ით გათვალისწინებული ერთ-ერთი მოთხოვნაა. პირველკლასელი უნდა ახერხებდეს კითხვის საწყისი სტრატეგიების გამოყენებას, ქართული ანბანის ასო-ბგერების ცნობას, დაწერასა და წარმოთქმას. ეს გაკვეთილი სწორედ ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი საშუალება იყო.
გაკვეთილის ბოლოს მოსწვალეები ცნობდნენ და კითხულობდნენ როგორც სამიზნე ასო-ბგერას, ასევე ამ ბგერის გამოყენებით შედგენილ სიტყვებსა და ამ სიტყვების გამოყენებით აგებულ ავთენტიკურ ტექსტს. ისინი, აგრეთვე ახერხებდნენ ამ ასოს დაწერას.

2. რა იყო გაკვეთილის ძლიერი მხარე?
გაკვეთილზე უზრუნველყოფილი იყო ყველა მოსწავლის ემოციური და კოგნიტური ჩართულობა.
მოსწავლეები მოტივირებულად და ინტერესით მონაწილეობდნენ აქტივობებში და ნაბიჯ-ნაბიჯ აღწევდენენ საგაკვეთილო მიზნებს მიკრო ტექსტის შექმნაში მონაწილეობით, წაკითხვით, სიტყვის ბარათების ამოცნობით, წერითი აქტივობებით.
შექმნილი მიკროტექსტი: ეს არის მედუზა დოდონა. დოდონას აქვს ხუთი დიდი ფეხი. დოდონა არ დადის. დოდონა დაცურავს.

3. შევცვალე თუ არა გაკვეთილის გეგმა და რამ გამოიწვია ეს ცვლილება?
გაკვეთილის მსვლელობისას არსებითი ცვლილება გაკვეთილის გეგმას არ განუცდია. მხოლოდ ბოლო აქტივობის მსვლელობისას, როდესაც გათვალისწინებული მქონდა მოსწავლეთა მიერ საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაციები, აქტიური მონაწილეობა მე თვითონ მივიღე ფორმატით: ბაირამმა დახატა... დაწერა... 

4. რა იყო გაკვეთილის გასაუმჯობესებელი მხარე და როგორ გავაუმჯობესებ მას მომავალში?
გაკვეთილის მსვლელობისას გამოიკვეთა ერთი მომენტი, რომელიც აჩენს სურვილს სხვაგვარად ყოფილიყო წარმართული.
ვგულისხმობ გაკვეთილის მესამე ფაზის აქტივობას, როდესაც მოსწავლეები ხატავდნენ ილუსტრაციას და მასზე წარწერებს აკეთებდნენ. ამ აქტივობამ ისე გაიტაცა მოსწავლეები, რომ პრეზენტაციების გასაკეტებლად საკმარისი დრო აღარ დარჩა. ამიტომაც ჩავერთვე მე აქტიურად. მართალი რომ ვთქვა, ამ აქტივობას (პერსონაჟის ხატვას და ზედ წარწერების გაკეთებას) ნამდვილად სჭირდება უფრო მეტი დრო.

სხვა შეკითხვები
Ø  გარობ შეი ტიპ ილ ბა?
ანბანის სწავლება ერთ-ერთი საკვანძო მომენტია მოსწავლის სწავლის პროცესში. დიდადაა დამოკიდებული მოსწავლის მომავალი იმაზე, თუ როგორ მოხდება საწყისი ნაბიჯების გადადგმა წიგნიერების სამყაროში.
წარმოდგენილი მიდგომით ანბანის სწავლება პოზიტიურად განაწყობს მოსწავლეებს კითხვისადმი, ახალისებს მათ და სახალისო აქტივობებით ნელ-ნელა ათვისებინებს კიტხვის უნარს. ასეთი მიდგომა, სამწუხაროდ, არაა გავრცელებული ჩვენში. არსებული სახელმძღვანელოებით შემოთავაზებულია შინაარსისგან დაცლილი და არაავთენტიკური ტექსტები, რომელთა დეკოდირება არანაირ ინტერესსა და ხალისს არ აღძრავს მოსწავლეებში.

Ø  გე გა მსწგე? სწა?
კოლეგებმა ნახეს, თუ როგორ შეიძლება მოსწავლეებმა ახალი ასო აითვისონ საინტერესო და სახალისო კონტექსტში. მოსწავლეები თვითონ მონაწილეობდნენ სამიზნე ასოს გამოყენებით მიკროტექსტის შექმნასა და დაწერაში და შემდეგ დიდი ხალისით წაიკითხეს კიდეც. გათვალისწინებული იყო ასოს ამოცნობაზე ორიენტირებული აქტივობებიც.
 
შელე ნი გე ოგურ პ ს ჩატაბით?
თუკი ასეთი მიდგომით მასწავლებლები წარმართავენ ანბანის სწავლებას, მოსწავლეები უფრო მეტი ინტერესით განეწყობიან ზოგადად კითხვის მიმართ.

  Ø  სწა როც გა / პრობლემეს დლე უწყობ და რო ჩატაგა?
აღნიშნული გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივირებულ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში. დაეხმარება მათ ხალისით განივითარონ კითხვის საწყისი უნარ-ჩვევები და მოტივირებულად დაეუფლონ ანბანს.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ გაკვეთილმა გაამართლა, მიაღწია დასახულ მიზნებს, მასში მოსწავლეთა ჩართულობა და აქტიურობა სასურველ დონეზე იყო. ვფიქრობ,  გაკვეთილის ინოვაციური მხარეც სასარგებლო იქნება, როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი კოლეგებისთვის.


02-04-2019 წ.
გიორგი ჭაუჭიძე

ქ. მარნეულის მეორე საჯარო სკოლა


კიონულ მასწავლებელი, პირველი კლასის დამრიგებელი, დოდონასთან ერთად

"გიორგი ჭაუჭიძე" შორენა ტყეშელაშვილისა (მასწავლებლის სახლი)

მასწავლებლის სახლის ვიდეობლოგი არქართულენოვანი სკოლების შესახებ