Saturday 2 February 2019

როგორ დავგეგმოთ კითხვის სამფაზიანი გაკვეთილი

 (მესამე-მეოთხე კლასები)

რადგან უკვე გამოქვეყნებულ წერილში რამდენიმეჯერ მითითებული პორტალი kargiskola.ge ბოლო რამდენიმე კვირაა გაუგებარი მიზეზების გამო გათიშულია, ხაზგასმით ვუთითებ, რომ ქვემოთ წარმოდგენილი რეკომედნაციები და მეთოდები გადმოღებულია ჯიპრაიდში დამზადებულ და ამ პორტალზე ატვირთული წიგნიდან „კითხ­ვი­სა და წე­რის სწავ­ლე­ბა დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე“. წიგნის გადმოგზავნის მსურველებმა დატოვეთ კომენტარად თქვენი ელფოსტა.

გაკ­ვე­თი­ლის ზო­გა­დი მიზ­ნე­ბი იქ­ნე­ბა კითხ­ვის გა­წაფ­ვა­ში ვარ­ჯი­ში, ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გის გამ­დიდ­რე­ბა, ტექ­ს­ტის გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბა, ანუ კითხ­ვის ხუ­თი კომ­პო­ნენ­ტი­დან სა­მი მათ­გა­ნის გა­ვარ­ჯი­შე­ბა­ზე ვი­მუ­შა­ვებთ. ორი კომ­პო­ნენ­ტი კი (ფო­ნო­ლო­გი­უ­რი უნარ-ჩვე­ვე­ბი და ან­ბა­ნის ცოდ­ნა/ან­ბა­ნუ­რი პრინ­ცი­პის გა­მო­ყე­ნე­ბა) ამ კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი აქვთ.
მიყ­ვარს, რო­დე­საც გაკ­ვე­თი­ლის მიზ­ნე­ბი და­კონ­კ­რე­ტე­ბუ­ლი მაქვს ხოლ­მე. მა­გა­ლი­თად, ზო­გა­დად კი არ მი­წე­რია — „მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­ი­აზ­რე­ბენ ტექსტს“ ან „მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­იმ­დიდ­რე­ბენ ლექ­სი­კურ მა­რაგს“ — არა­მედ კონ­კ­რე­ტუ­ლად:
  • მოს­წავ­ლე­ე­ბი ტექ­ს­ტის აბ­ზა­ცებ­ში გა­მო­ყო­ფენ მთა­ვარ და არამ­თა­ვარ ინ­ფორ­მა­ცი­ას.
და/ან
  • მოს­წავ­ლე­ე­ბი ამო­იც­ნო­ბენ პერ­სო­ნა­ჟის ქცე­ვის მა­მო­ტი­ვი­რე­ბელ ფაქ­ტო­რებს.
ან
  • მოს­წავ­ლე­ე­ბი სხვა­დას­ხ­ვა კონ­ტექ­ს­ტ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ ნას­წავლ სიტყ­ვებს.

გაკ­ვე­თი­ლის მიზ­ნე­ბი უნ­და შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს ესგ-ს სტან­დარ­ტის შე­დე­გებს. ამ დო­კუ­მენ­ტ­ში ასა­ხუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მეხ­მა­რე­ბა გაკ­ვე­თი­ლის მიზ­ნობ­რივ და­გეგ­მ­ვა­ში.
კლა­სის შე­სა­ბა­მი­სად შე­ვარ­ჩევ ტექსტს. წი­ნას­წარ გან­ვ­საზღ­ვ­რავ, ტექ­ს­ტი მხატ­ვ­რუ­ლი იქ­ნე­ბა თუ სა­ინ­ფორ­მა­ციო. სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა დავ­წე­რო ტექ­ს­ტის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტი იმ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, რომ­ლებ­საც უჭირთ გა­წა­ფუ­ლი კითხ­ვა და შე­და­რე­ბით მწი­რი ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გი აქვთ.
ჩა­ვა­ტა­რებ კითხ­ვის სამ­ფა­ზი­ან მო­დელ­ზე მორ­გე­ბულ გაკ­ვე­თილს, რომ­ლის დრო­საც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებ კითხ­ვის კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი ჩარ­ჩოს ას­პექ­ტებს. კერ­ძოდ:
  1. შერ­ჩე­უ­ლი მექ­ნე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რი სირ­თუ­ლის, სა­ინ­ტე­რე­სო და ავ­თენ­ტი­კუ­რი ტექ­ს­ტი;
  2. ტექ­ს­ტის შერ­ჩე­ვი­სას გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მექ­ნე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის მზა­ო­ბა, ინ­ტე­რე­სე­ბი და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი;
  3. კლას­ში შევ­ქ­მ­ნი კომ­ფორ­ტულ ფი­ზი­კურ და ემო­ცი­ურ გა­რე­მოს;
  4. მოს­წავ­ლე­ებს და­ვუ­სა­ხავ მკა­ფიო სას­წავ­ლო მიზ­ნებს და შევ­თა­ვა­ზებ დი­ფე­რენ­ცი­რე­ბულ, მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე მორ­გე­ბულ საკ­ლა­სო და­ვა­ლე­ბებს
1-ლი ფა­ზა
(ამ ფა­ზის მი­ზა­ნია მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვი­რე­ბა ტექ­ს­ტის წა­სა­კითხად, ამ ტექ­ს­ტ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და მი­სი აღ­ქ­მის გა­ად­ვი­ლე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო წი­ნა­რე ცოდ­ნის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, სა­თა­ურ­სა და ილუს­ტ­რა­ცი­ებ­ზე ვა­რა­უ­დე­ბი­სა და მო­ლო­დი­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, ლექ­სი­კურ ერ­თე­უ­ლებ­ზე მუ­შა­ო­ბა ტექ­ს­ტის წა­კითხ­ვის გა­ად­ვი­ლე­ბის მიზ­ნით).
გაკ­ვე­თი­ლის მიზ­ნე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის გაც­ნო­ბის შემ­დეგ პირ­და­პირ, ზედ­მე­ტი ზო­გა­დი სა­უბ­რის გა­რე­შე (რა დღეა დღეს, რო­გო­რი ამინ­დია, წე­ლი­წა­დის რა დროა და სხვ.), წარ­ვად­გენ წა­სა­კითხი ტექ­ს­ტის სა­თა­ურ­სა და ავ­ტორს. ვი­სა­უბ­რებთ სა­თა­უ­რის შე­სა­ხებ, გა­ვიხ­სე­ნებთ ამ ავ­ტო­რის სხვა ნა­წარ­მო­ებს, თუ ვი­ცით. სა­თა­ურ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით ვი­ვა­რა­უ­დებთ ტექ­ს­ტის სი­უ­ჟეტს, პერ­სო­ნა­ჟებს, მათ თავ­გა­და­სა­ვალს… (შე­ნიშ­ვ­ნა ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ: ამ დროს მოს­წავ­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბას ვაძ­ლევ, მო­საზ­რე­ბე­ბი გა­მოთ­ქ­ვან მშობ­ლი­ურ ენა­ზეც, მეს­მის თუ არა ეს ენა).
და­ვათ­ვა­ლი­ე­რებთ ტექ­ს­ტის მი­ხედ­ვით შექ­მ­ნილ ილუს­ტ­რა­ცი­ებს, აღ­ვ­წერთ ამ ილუს­ტ­რა­ცი­ებს, გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ ვა­რა­უ­დებ­ზე სა­უ­ბარს…
ცხა­დია, სა­თა­ურ­სა და ილუს­ტ­რა­ცი­ებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით ვა­რა­უ­დე­ბის გა­მოთ­ქ­მი­სას, ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბის აღ­წე­რი­სას, მოს­წავ­ლე­ე­ბი იყე­ნე­ბენ მა­ნამ­დე არ­სე­ბულ, წი­ნა­რე ცოდ­ნას. ეს, გარ­და იმი­სა, რომ თა­ვის­თა­ვად სა­სარ­გებ­ლო აქ­ტი­ვო­ბაა, მოს­წავ­ლე­ებს და­ეხ­მა­რე­ბა ახა­ლი ტექ­ს­ტის უკეთ გა­აზ­რე­ბა­სა და ახა­ლი ცოდ­ნის ათ­ვი­სე­ბა­ში;
ვი­მუ­შა­ვებთ ლექ­სი­კურ ერ­თე­უ­ლებ­ზე. სა­მიზ­ნე სიტყ­ვე­ბის შერ­ჩე­ვი­სას უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო სა­მი ფაქ­ტო­რი:
ტექ­ს­ტი­დან შე­ვარ­ჩევ ისეთ სიტყ­ვებს, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლე­ებ­მა არ იცი­ან (ჩე­მი ვა­რა­უ­დით, არ უნ­და იცოდ­ნენ) და რო­მელ­თა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის ცოდ­ნაც და­ეხ­მა­რე­ბათ ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბა­ში. წი­ნა­აღ­მ­დეგ (ანუ ამ სიტყ­ვე­ბის არ­ცოდ­ნის) შემ­თხ­ვე­ვა­ში კი გა­უ­ჭირ­დე­ბათ ტექ­ს­ტის წა­კითხ­ვა და აღ­ქ­მა. სიტყ­ვე­ბის შერ­ჩე­ვი­სას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებ, რამ­დე­ნად „სა­სარ­გებ­ლოა“ ამ სიტყ­ვის სწავ­ლე­ბა მოს­წავ­ლის­თ­ვის. „სარ­გებ­ლო­ბა­ში“ ვგუ­ლის­ხ­მობ: ხში­რი სიტყ­ვაა თუ არა, პირ­ვე­ლის რე­გის­ტ­რი­საა თუ მე­ო­რე რე­გის­ტ­რის, რამ­დე­ნად „გა­მო­ად­გე­ბა“ მოს­წავ­ლეს მო­მა­ვალ­ში სხვა ტექ­ს­ტე­ბის წა­კითხ­ვი­სას ან/და ზე­პირ­მეტყ­ვე­ლე­ბა­ში. ამ სიტყ­ვე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის­თ­ვის გა­მო­ვი­ყე­ნებ ე.წ. სიტყ­ვე­ბის პირ­და­პი­რი სწავ­ლე­ბის მიდ­გო­მას, ანუ გან­ვუ­მარ­ტავ მოს­წავ­ლე­ებს თვალ­სა­ჩი­ნოდ ჩემ მი­ერ წი­ნას­წარ და­ფა­ზე ჩა­მო­წე­რი­ლი სიტყ­ვე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას. ამ პრო­ცეს­ში­ვე, თუ სა­ჭი­როდ ჩავ­თ­ვ­ლი, გა­მო­ვი­ყე­ნებ ლექ­სი­კურ ერ­თე­უ­ლებ­ზე სა­მუ­შაო რო­მე­ლი­მე მე­თოდს. მა­გა­ლი­თად, სიტყ­ვის პი­რა­მი­და, ვვას — ვერ­ბა­ლუ­რი და ვი­ზუ­ა­ლუ­რი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის სქე­მა, შე­საძ­ლო წი­ნა­და­დე­ბე­ბი (ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი, თა­ვის მხრივ, და­მა­ტე­ბით გაზ­რ­დის მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ას ტექ­ს­ტის წა­კითხ­ვის­თ­ვის), სიტყ­ვის ბა­რა­თე­ბი (ამ და სხვა სა­სარ­გებ­ლო მე­თო­დე­ბის შე­სა­ხებ იხ. „კითხ­ვი­სა და წე­რის სწავ­ლე­ბა დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე“ პორ­ტალ­ზე: www.kargiskola.ge )
მე­ო­რე მხრივ, ტექ­ს­ტ­ში მოვ­ნიშ­ნავ ისეთ სიტყ­ვებ­საც, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის უც­ნო­ბი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ წი­ნას­წარ ახ­ს­ნის გა­რე­შე შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა კონ­ტექ­ს­ტის მი­ხედ­ვით მა­თი სე­მან­ტი­კის ამოც­ნო­ბა. აქ, შე­საძ­ლოა, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ვარ­ჯი­შოც (მა­გა­ლი­თად, მოვ­ნიშ­ნოთ/ამო­ვი­წე­როთ უც­ნო­ბი სიტყ­ვე­ბი და ავ­ხ­ს­ნათ მა­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბე­ბი, სიტყ­ვე­ბის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი) შევ­თა­ვა­ზო მოს­წავ­ლე­ებს. ამას იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში გა­ვა­კე­თებ, თუ მი­ვიჩ­ნევ, რომ ეს სიტყ­ვე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბის­თ­ვის ან/და ტექ­ს­ტის­თ­ვის არა, მაგ­რამ ზო­გა­დად ენის შეს­წავ­ლის­თ­ვი­საა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი — მა­გა­ლი­თად, ხში­რი ან­და პირ­ვე­ლი რე­გის­ტ­რის სიტყ­ვაა…
ჯონ­ჯო­ლი­ვით (ქარ­თულ სუფ­რა­ზე რომ აუცი­ლებ­ლად უნ­და იყოს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არა­ვინ ჭამს.) სიტყ­ვე­ბი. ეს ის სიტყ­ვე­ბია, რო­მელ­თა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა მოს­წავ­ლე­ებ­მა არ იცი­ან, მაგ­რამ ეს ფაქ­ტო­რი არც ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბა­ში შე­უშ­ლით ხელს და არც ენის ათ­ვი­სე­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბის­თ­ვის გა­მო­ად­გე­ბათ რო­დეს­მე… ამ სიტყ­ვებს, რო­გორც წე­სი, უგუ­ლე­ბელ­ვ­ყოფ — მათ­თ­ვის არც გაკ­ვე­თი­ლის ძვირ­ფას დროს დავ­ხარ­ჯავ, არც ჩემს ენერ­გი­ა­სა და არც მოს­წავ­ლე­თა ნე­ბის­ყო­ფას… ასე­თი სიტყ­ვე­ბით, შე­საძ­ლოა, და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ მო­კირ­კი­ტე მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლებ­საც ცალ­კე და­ვუკ­მა­ყო­ფი­ლებ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბას… ეს ფაქ­ტო­რი უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ იმის­თ­ვი­საც (გან­სა­კუთ­რე­ბით, ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის მას­წავ­ლებ­ლებ­მა), რა­თა მოს­წავ­ლე­ე­ბი მი­ვაჩ­ვი­ოთ, რომ ზო­გი­ერ­თი სიტყ­ვის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფის შემ­თხ­ვე­ვა­ში­ცაა შე­საძ­ლე­ბე­ლი ტექ­ს­ტი­დან ინ­ფორ­მა­ცი­ის ამო­ღე­ბა, მი­სი გა­გე­ბა…
სწო­რედ ამ ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მექ­ნე­ბა შერ­ჩე­უ­ლი სა­მიზ­ნე სიტყ­ვე­ბი, რომ­ლებ­ზეც ჩა­ვა­ტა­რებ რო­მე­ლი­მე ლექ­სი­კუ­რი ერ­თე­უ­ლე­ბის ათ­ვი­სე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მე­თო­დის მი­ხედ­ვით და­გეგ­მილ აქ­ტი­ვო­ბებს.
პირ­ვე­ლი ფა­ზის სა­და­გი აქ­ტი­ვო­ბაა წა­კითხ­ვის მო­დე­ლი­რე­ბა. აუცი­ლე­ბე­ლია, მოს­წავ­ლე­ებს ვაჩ­ვე­ნო, თუ რო­გორ წა­ი­კითხა­ვენ ტექსტს ან/და გა­ვაც­ნო ის სქე­მა თუ და­ვა­ლე­ბა, რო­მელ­საც წა­კითხ­ვის პრო­ცეს­ში შე­ას­რუ­ლე­ბენ.
მე-2 ფა­ზა
(ტექ­ს­ტის წა­კითხ­ვა. კითხ­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად გარ­კ­ვე­უ­ლი და­ვა­ლე­ბის/და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. ამ ფა­ზის მი­ზა­ნია ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის, ცოდ­ნის ათ­ვი­სე­ბა, სა­მიზ­ნე უნა­რის გა­წაფ­ვა).
მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­გორ წა­ი­კითხა­ვენ ტექსტს მოს­წავ­ლე­ე­ბი. გან­ვი­ხი­ლოთ სხვა­დას­ხ­ვა ვა­რი­ან­ტი:
შე­საძ­ლე­ბე­ლია, პირ­ვე­ლად მე წა­ვუ­კითხო ხმა­მაღ­ლა, გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით. ცხა­დია, ამის­თ­ვის წი­ნას­წა­რი მომ­ზა­დე­ბა დამ­ჭირ­დე­ბა. გა­გე­ცი­ნე­ბათ და, ტექსტს ყო­ველ­თ­ვის წი­ნას­წარ ვკითხუ­ლობ ხმა­მაღ­ლა. ვვარ­ჯი­შობ, რად­გან, რაც უნ­და მარ­ტი­ვი ტექ­ს­ტი იყოს, ზოგ­ჯერ ისე­თი ად­გი­ლი გა­მოტყ­ვ­რე­ბა, ან სა­ჭი­რო ინ­ტო­ნა­ცი­ით ვერ წა­ი­კითხავ, ან სიტყ­ვის ამო­კითხ­ვა შე­გეშ­ლე­ბა. თით­ქოს დი­დი დარ­ღ­ვე­ვა არაა, მაგ­რამ მა­ინც უხერ­ხუ­ლია — ამ დროს მას­წავ­ლე­ბე­ლი სა­მო­დე­ლო, სა­ნი­მუ­შო აქ­ტი­ვო­ბას ახორ­ცი­ე­ლებს და შეც­დო­მე­ბი მი­ნი­მუ­მამ­დე უნ­და იყოს დაყ­ვა­ნი­ლი… ჩემ მი­ერ საჩ­ვე­ნე­ბე­ლი წა­კითხ­ვის დროს კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მოს­წავ­ლე­ებს რა­ი­მე და­ვა­ლე­ბას მივ­ცემ, ე.წ. მოს­მე­ნის სტრა­ტე­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­და­საჭ­რელ კონ­კ­რე­ტულ ამო­ცა­ნას და­ვუ­სა­ხავ. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რადღე­ბოა ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის შემ­თხ­ვე­ვა­ში. ეს და­ვა­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს რა­ი­მე მარ­ტი­ვი სქე­მის/ცხრი­ლის შევ­სე­ბა, რამ­დე­ნი­მე შე­კითხ­ვა­ზე „დი­ახ-არა“ ან „პლუს-მი­ნუს“ პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მა.
რა და­სა­მა­ლია და, მე პი­რა­დად არ მომ­წონს მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ მთლი­ა­ნი ტექ­ს­ტის წი­ნას­წარ ხმა­მაღ­ლა წა­კითხ­ვა. მით უმე­ტეს, რო­დე­საც ამას სის­ტე­მუ­რი ხა­სი­ა­თი აქვს და მით უმე­ტეს მა­შინ, რო­დე­საც მოს­წავ­ლე­ე­ბი მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან ტექ­ს­ტის წა­სა­კითხად, გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი აქვთ ტექ­ს­ტ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წი­ნა­რე ცოდ­ნა, ახ­ს­ნი­ლი და და­მუ­შა­ვე­ბუ­ლია უც­ნო­ბი ლექ­სი­კა, გაღ­ვი­ვე­ბუ­ლი აქვთ ინ­ტე­რე­სი ტექ­ს­ტის მი­მართ და და­სა­ხუ­ლი აქვთ კონ­კ­რე­ტუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო სა­კითხა­ვი ამო­ცა­ნა… ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს ხომ ერ­თი სუ­ლი აქვს, ტექ­ს­ტი წა­ი­კითხოს. რა­ტომ არ უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ ეს წა­დი­ლი იმის­თ­ვის, რა­თა მოს­წავ­ლემ და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­დაჭ­რას სა­კითხა­ვი ამო­ცა­ნე­ბი, და­იკ­მა­ყო­ფი­ლოს გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი? ხო­ლო გა­წა­ფუ­ლად, სწო­რი ინ­ტო­ნა­ცი­ით წა­კითხ­ვა­სა და ამ უნარ­ში გა­სა­ვარ­ჯი­შებ­ლად სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბა, თუ გაკ­ვე­თი­ლის სხვა მო­ნაკ­ვეთს გა­მო­ვი­ყე­ნებ იმა­ვე მე­ო­რე ფა­ზა­ზე ან­დაც მე­სა­მე­ზე…
თუ მე არ წა­ვი­კითხავ წი­ნას­წარ, მა­შინ უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო და გან­ვ­საზღ­ვ­რო, რო­გორ წა­ი­კითხა­ვენ მოს­წავ­ლე­ე­ბი და რა და­ვა­ლე­ბას მივ­ცემ წა­კითხ­ვის პრო­ცეს­ში.
რო­გორც წე­სი, მოს­წავ­ლე­ე­ბი დაჯ­გუ­ფე­ბუ­ლი მე­ყო­ლე­ბა კითხ­ვის უნა­რე­ბი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მი­ხედ­ვით. ჯგუ­ფებს შო­რის, კლას­ში, იქ­ნე­ბა ერ­თი 4-6-წევ­რი­ა­ნი ჯგუ­ფი, რომ­ლებ­საც კითხ­ვის უნა­რებ­ში გარ­კ­ვე­უ­ლი ჩა­მორ­ჩე­ნა აღე­ნიშ­ნე­ბათ. ამ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მექ­ნე­ბა სწო­რედ ის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ტექ­ს­ტი, რო­მე­ლიც ზე­მოთ ვახ­სე­ნე (ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ ვგუ­ლის­ხ­მობ ისეთ გაკ­ვე­თილს, ე.წ. მარ­თუ­ლი კითხ­ვის აქ­ტი­ვო­ბას, რო­მელ­ზეც სუ­ლაც სხვა­დას­ხ­ვა ტექ­ს­ტი მექ­ნე­ბო­და სხვა­დას­ხ­ვა მზა­ო­ბის მი­ხედ­ვით შერ­ჩე­უ­ლი ჯგუ­ფის­თ­ვის…). ეს ტექ­ს­ტი ამ ჯგუ­ფის მოს­წავ­ლე­ებს სა­თი­თა­ოდ ექ­ნე­ბათ და­რი­გე­ბუ­ლი. წა­კითხ­ვი­სა და წა­კითხ­ვის პრო­ცეს­ში და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას, ძი­რი­თა­დად, ამ ჯგუ­ფის მოს­წავ­ლე­ებ­თან ვიქ­ნე­ბი და სა­ჭი­რო დახ­მა­რე­ბა­საც (სკა­ფოლ­დინ­გი) გა­ვუ­წევ.
უნ­და შე­ვარ­ჩიო და­ვა­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც მოს­წავ­ლე­ე­ბი ჯგუ­ფებ­ში შე­ას­რუ­ლე­ბენ წა­კითხ­ვის დროს. აქ აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო ტექ­ს­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი. ბო­ლოს და ბო­ლოს, უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო ტექ­ს­ტი მხატ­ვ­რუ­ლია თუ სა­ინ­ფორ­მა­ციო… შე­სა­ბა­მი­სად უნ­და შე­ვარ­ჩიო   მოხ­დე­ნი­ლი მე­თო­დე­ბი და მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბით დავ­გეგ­მო მიმ­ზიდ­ვე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი. ამის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნი გვაქვს. შე­საძ­ლოა ეს იყოს:
  1. სიტყ­ვე­ბის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი (ვთა­ვა­ზობ სიტყ­ვებს და მოს­წავ­ლე­ებ­მა, ტექ­ს­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და მი­სი დახ­მა­რე­ბით, უნ­და გა­მო­იც­ნონ და გან­მარ­ტონ სიტყ­ვა). ამ, ქვე­მოთ მოხ­მო­ბილ და სხვა სა­სარ­გებ­ლო სტარ­ტე­გი­ე­ბის/მე­თო­დე­ბის შე­სა­ხებ დაწ­ვ­რი­ლე­ბით იხი­ლეთ მას­წავ­ლებ­ლის სა­რე­სურ­სო წიგ­ნი „კითხ­ვი­სა და წე­რის სწავ­ლე­ბა დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე“, პორ­ტალ­ზე: www.kargiskola.ge;
  2. და­კარ­გუ­ლი სიტყ­ვე­ბი (ტექ­ს­ტ­ში გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი სიტყ­ვე­ბის შევ­სე­ბა. სიტყ­ვე­ბი ამო­ღე­ბუ­ლია გარ­კ­ვე­უ­ლი პრინ­ცი­პით — ყო­ვე­ლი მე-5, ან ყო­ვე­ლი მე-7, ან­დაც ჩე­მი გე­მოვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით ამო­ვი­ღებ ტექ­ს­ტი­დან სიტყ­ვებს);
  3. შე­თა­ვა­ზე­ბულ სიტყ­ვებ­ზე, რო­გორც წე­სი — საკ­ვან­ძო სიტყ­ვებ­ზე, „პი­რა­მი­დის“ ან ვერ­ბა­ლურ-ვი­ზუ­ა­ლუ­რი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის სქე­მის შევ­სე­ბა. ამ სქე­მებ­ში უნ­და გან­მარ­ტონ სიტყ­ვა, და­ხა­ტონ, ტექ­ს­ტი­დან ამო­ი­წე­რონ ამ სიტყ­ვი­ა­ნი წი­ნა­და­დე­ბა და თა­ვად შე­ად­გი­ნონ წი­ნა­და­დე­ბა ამ სიტყ­ვის გა­მო­ყე­ნე­ბით (რო­გორც ვხვდე­ბით, სქე­მის მო­დი­ფი­ცი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია იმ სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც კონ­კ­რე­ტულ კლას­ში ან მოს­წავ­ლე­თა ჯგუფ­ში დგას);
  4. ცხრი­ლის „ტექ­ს­ტი ამ­ბობს — მე ვფიქ­რობ — ამი­ტო­მაც“ შევ­სე­ბა. ამ ცხრი­ლის­თ­ვის, ცხა­დია, დამ­ჭირ­დე­ბა 3-4 სა­ინ­ტე­რე­სო და „ხორ­ცი­ა­ნი“ შე­კითხ­ვის მომ­ზა­დე­ბა. სა­ერ­თო­დაც, მი­მაჩ­ნია, რომ ტექ­ს­ტის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო შე­კითხ­ვის მომ­ზა­დე­ბა ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ამო­ცა­ნაა მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის.
  5. მო­ნაკ­ვე­თე­ბად და­ყო­ფი­ლი ტექ­ს­ტის წა­კითხ­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში ვა­რა­უ­დე­ბის ცხრი­ლის „რა მოხ­დე­ბა — რა­ტომ ფიქ­რობ ასე — რა მოხ­და სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში“ შევ­სე­ბა;
  6. QAR-სტრა­ტე­გი­ის პრინ­ცი­პე­ბით მომ­ზა­დე­ბუ­ლი შე­კითხ­ვე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა. ეს სტრა­ტე­გია იმი­თა­ცაა სა­ინ­ტე­რე­სო, რომ სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა სხვა­დას­ხ­ვა მზა­ო­ბი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ჯგუფს სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის შე­კითხ­ვე­ბი მივ­ცე. მა­გა­ლი­თად, ერთ ჯგუფს მივ­ცემ „პირ­და­პირ ტექ­ს­ტ­ში“ ტი­პის შე­კითხ­ვებს, მე­ო­რეს — „მე თვი­თონ“, მე­სა­მეს — „და­ფიქ­რ­დი და მო­ძებ­ნე“, მე­ოთხეს — „მე და ავ­ტო­რი“. ცხა­დია, შე­კითხ­ვე­ბის მოს­წავ­ლე­თა ჯგუ­ფე­ბის მი­ხედ­ვით გა­და­ნა­წი­ლე­ბა არა­თუ აუცი­ლე­ბე­ლი არაა, პი­რი­ქით. უკე­თე­სია, თუ მოს­წავ­ლე ყვე­ლა ტი­პის შე­კითხ­ვა­ზე მუ­შა­ობს და აკ­ვირ­დე­ბა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბებს მათ შო­რის.
თუ­კი კითხ­ვა­ში გა­წაფ­ვა ერთ-ერ­თი სა­მიზ­ნე აქ­ტი­ვო­ბაა გაკ­ვე­თილ­ზე, ტექ­ს­ტის გარ­კ­ვე­ულ ნა­წილს ხმა­მაღ­ლა წა­ვა­კითხებ მოს­წავ­ლე­ებს. ამ დროს შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნო წყვი­ლებ­ში წა­კითხ­ვა, წყვი­ლებ­ში ერ­თობ­ლი­ვი წა­კითხ­ვა, გაგ­რ­ძე­ლე­ბე­ბით წა­კითხ­ვა ან/და სხვა რო­მე­ლი­მე მე­თო­დი კითხ­ვის გა­წაფ­ვის მე­თოდ­თა­გან… ცხა­დია, ამ მო­მენ­ტ­ში ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი მექ­ნე­ბა კითხ­ვა­ში პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­ზე. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში მივ­მარ­თავ ჩემ მი­ერ სა­მო­დე­ლო წა­კითხ­ვის ან­და ერ­თობ­ლი­ვი წა­კითხ­ვის ფორ­მატ­საც… მე­ო­რე ფა­ზა­ში „ჩაჩხე­რი­ლი“, „ჩად­გ­მუ­ლი“, „ჩა­შე­ნე­ბუ­ლი“ გა­წა­ფუ­ლი კითხ­ვის აქ­ტი­ვო­ბე­ბი, გარ­და იმი­სა, რომ ხელს შე­უწყობს კითხ­ვა­ში გა­წაფ­ვას, მოს­წავ­ლე­ებს და­ეხ­მა­რე­ბა ტექ­ს­ტის გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბი­სა და მი­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რად შეს­რუ­ლე­ბა­შიც. რაც მთა­ვა­რია, არ უნ­და და­მა­ვიწყ­დეს, რომ ზედ­მე­ტი აქ­ტი­ვო­ბით გაკ­ვე­თი­ლი არ გა­დავ­ტ­ვირ­თო. შე­სა­ბა­მი­სად, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებ, რომ ამის დრო შე­იძ­ლე­ბა აღარც კი დამ­რ­ჩეს.
მე-2 ფა­ზის დას­კ­ვ­ნი­თი აქ­ტი­ვო­ბა იქ­ნე­ბა მი­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი. ამ მო­მენ­ტის­თ­ვის ჩვენ კვლავ აქ­ტი­უ­რად ვუბ­რუნ­დე­ბით ტექსტს. შე­საძ­ლოა, ეს აქ­ტი­ვო­ბა გა­და­ვი­ტა­ნო მე­სა­მე ფა­ზა­ზე, იმის­და მი­ხედ­ვით, რო­გორ გა­და­ნა­წილ­დე­ბა დრო გაკ­ვე­თილ­ზე. მე­სა­მე ფა­ზა­ზე გა­და­ტა­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში უფ­რო მეტ დატ­ვირ­თ­ვას მივ­ცემ ჩემს უკუ­კავ­შირ­სა და შე­მა­ჯა­მე­ბელ ჩა­კითხ­ვა-და­ზუს­ტე­ბებს.
მე-3 ფა­ზა
(ამ ფა­ზის მი­ზა­ნია გაკ­ვე­თილ­ზე გა­და­ცე­მუ­ლი სა­მიზ­ნე ინ­ფორ­მა­ცი­ის, უნა­რის გან­მ­ტ­კი­ცე­ბა, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოკ­ვე­თა. აქ­ვე ვა­ჯა­მებთ გაკ­ვე­თილს, ვმსჯე­ლობთ რეფ­ლექ­სი­უ­რი ხა­სი­ა­თის შე­კითხ­ვებ­ზე, ვა­ფა­სებთ მოს­წავ­ლე­ებ­სა და გაკ­ვე­თილს).
მე­სა­მე ფა­ზის­თ­ვის შე­ვარ­ჩევ იმ აქ­ტი­ვო­ბას, რო­მე­ლიც ლო­გი­კუ­რად და­ას­რუ­ლებს ჩემს გაკ­ვე­თილს. შე­იძ­ლე­ბა, ამ ფა­ზა­ზე მოს­წავ­ლე­ებს შევ­თა­ვა­ზო ტი­პუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი:
და­ას­რუ­ლე წა­კითხუ­ლი მოთხ­რო­ბა (ორ­გა­ნი­ზე­ბის ფორ­მა აქაც და ქვე­მო­თაც და­მო­კი­დე­ბუ­ლია ჩვე­ნი კლა­სის სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და გან­წყო­ბა­ზე).
და­ხა­ტე საკ­ვან­ძო მო­ნაკ­ვე­თის ილუს­ტ­რა­ცია.
წარ­მო­იდ­გი­ნე და აღ­წე­რე (და­წე­რე) პერ­სო­ნა­ჟის გას­ნ­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი საქ­ცი­ე­ლის შემ­თხ­ვე­ვა.
წარ­მო­ად­გი­ნეთ შერ­ჩე­უ­ლი ეპი­ზო­დის ინ­ს­ცე­ნი­რე­ბა (შე­საძ­ლოა, ეპი­ზო­დე­ბი მე და­ვუ­ნა­წი­ლო ჯგუ­ფებს).
უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო დრო­ი­თი ფაქ­ტო­რი. მე­სა­მე ფა­ზა­ზე მი­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­საც გარ­კ­ვე­უ­ლი დრო სჭირ­დე­ბა და ამ და­ვა­ლე­ბე­ბის წარ­მოდ­გე­ნა-გა­და­მოწ­მე­ბა­საც. შე­სა­ბა­მი­სად, 45-წუ­თი­ან გაკ­ვე­თილ­ში შე­საძ­ლოა ამის მოს­წ­რე­ბა გა­ჭირ­დეს. გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი მაქვს, რომ სრულ­ფა­სოვ­ნად ასე და­გეგ­მი­ლი გაკ­ვე­თი­ლის წარ­მარ­თ­ვის­თ­ვის ორი 45 წუ­თი გახ­დეს აუცი­ლე­ბე­ლი. მთა­ვა­რია, არ გა­მი­ტა­ცოს გაკ­ვე­თი­ლის ე.წ. „სა­სი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტებ­მა“ (რო­დე­საც ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად მი­დის, სწო­რედ იქაა ჩა­საფ­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის მტე­რი. ამ დროს მას­წავ­ლე­ბე­ლი ცდი­ლობს, რომ ეს პრო­ცე­სი გა­წე­ლოს, კი­დევ მე­ტად წარ­მო­ჩინ­დეს გაკ­ვე­თი­ლის ეს სა­უ­კე­თე­სო მხა­რე. დრო კი გარ­ბის და გაკ­ვე­თი­ლის ლო­გი­კურ დას­რუ­ლე­ბას, შე­ჯა­მე­ბას, რეფ­ლექ­სი­ას ვე­ღარ მო­ვას­წ­რებთ) და დრო­უ­ლად მო­ვაქ­ციო გაკ­ვე­თი­ლი და­გეგ­მილ კა­ლა­პოტ­ში.
ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მე­სა­მე ფა­ზა­ზე აუცი­ლებ­ლად უნ­და დამ­რ­ჩეს დრო შე­ჯა­მე­ბი­სა და რეფ­ლექ­სი­უ­რი შე­კითხ­ვე­ბის­თ­ვის:
რა ვის­წავ­ლეთ დღე­ვან­დელ გაკ­ვე­თილ­ზე?
რო­მე­ლი ეპი­ზო­დი და­გა­მახ­სოვ­რ­დათ გაკ­ვე­თი­ლი­დან?
რა იყო რთუ­ლი თქვენ­თ­ვის? რო­გორ გა­არ­თ­ვით თა­ვი ამ სირ­თუ­ლეს?
რა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ დღეს შეს­წავ­ლი­ლი სა­კითხი? ათ­ვი­სე­ბუ­ლი უნა­რი?
რა­ტომ ურ­ჩევ­დი მე­გო­ბარს ამ გაკ­ვე­თილ­ზე დას­წ­რე­ბას?
რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით ჩვენს გაკ­ვე­თილს? ერ­თ­მა­ნეთს? სა­კუ­თარ თავს? მას­წავ­ლე­ბელს?
და სხვა.
არ უნ­და და­მა­ვიწყ­დეს მოს­წავ­ლე­თა შე­ფა­სე­ბაც. ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მა­ინ­ც­და­მა­ინც ბო­ლო ორი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ვაცხა­დო მოს­წავ­ლე­თა სა­ქე­ბი წი­ნა­და­დე­ბე­ბი (ყო­ჩაღ! კარ­გად იმუ­შა­ვე! მო­მე­წო­ნა შე­ნი პრე­ზენ­ტა­ცია…) და/ან ქუ­ლე­ბი (შვი­დი, ცხრა, ათი, ათი, ცხრა…). არა. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გაკ­ვე­თი­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ორი-სა­მი მოს­წავ­ლის­თ­ვის „დავ­დებ“ გან­მა­ვი­თა­რე­ბელ უკუ­კავ­შირს. სა­მა­გა­ლი­თოდ, შე­მოგ­თა­ვა­ზებთ უკუ­კავ­შირს გა­წა­ფუ­ლი კითხ­ვის კომ­პე­ტენ­ცი­ის­თ­ვის:
„თე­ო­ნა, მო­მე­წო­ნა შენ მი­ერ წა­კითხუ­ლი მო­ნაკ­ვე­თი. ზო­მი­ე­რი სიჩ­ქა­რით წა­ი­კითხე და ინ­ტო­ნა­ცი­აც შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და პერ­სო­ნა­ჟის გან­წყო­ბას. მო­მეჩ­ვე­ნა, რომ რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვის წა­კითხ­ვი­სას ორ­ჯერ დაგ­ჭირ­და წა­კითხ­ვა. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ასეთ „რთულ“ სიტყ­ვებს ჯერ უხ­მოდ „გულ­ში“ წა­ი­კითხავ და მე­რე ხმა­მაღ­ლა. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­საძ­ლოა, ცო­ტა შე­ყოვ­ნ­დე, მაგ­რამ უშეც­დო­მოდ გა­მო­გი­ვა წა­კითხ­ვა.“
ზო­გა­დად, შე­ფა­სე­ბა ერთ-ერ­თი რთუ­ლი კომ­პო­ნენ­ტია ქარ­თუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის და ამის შე­სა­ხებ უფ­რო ვრცე­ლი სა­უ­ბა­რი იქ­ნე­ბო­და სა­სურ­ვე­ლი.

15 comments:

  1. tinatinicirikashvili @gmail.com

    ReplyDelete
  2. marexi.didebashvili@gmail.com
    Google+ Profile–Privacy
    Google Account

    ReplyDelete
  3. საინტერესო იქნება, ბატონო გიორგი.... nsarjveladze2010@gmail.com

    ReplyDelete
  4. mananakakachia@gmail.com
    მადლობა წინასწარ

    ReplyDelete
  5. Likakakulia3@gmail.com. საინტერესოა

    ReplyDelete
  6. მოგესალმებით თუ შეიძლება მეც გადმომიგზავნე. მადლობა წინასწარ. mariabarnabishvili@gmail.com

    ReplyDelete
  7. Mec gamomigzavnet tu shedzleb mediko.borchashvili@gmail.com

    ReplyDelete
  8. Mec gamomigzavnet tu shedzleb mediko.borchashvili@gmail.com

    ReplyDelete
  9. Mec gamomigzavnet tu shedzleb mediko.borchashvili@gmail.com

    ReplyDelete

"გიორგი ჭაუჭიძე" შორენა ტყეშელაშვილისა (მასწავლებლის სახლი)

მასწავლებლის სახლის ვიდეობლოგი არქართულენოვანი სკოლების შესახებ