Friday, 15 February 2019

ბეკეკები და თოვლის თხა

წიგნის
"ბეკეკები და თოვლის თხა" (ჩამოსატვირთად დააჭირეთ)
სლაიდები

წიგნი დამზადებულია საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის G-PiEd ფარგლებში და განკუთვნილია პატარა მკითხველებში კითხვის უნარის განვითარებისთვის.

წიგნის შინაარსი და ფორმატი განაპირობებს ბავშვების მოტივირებულ ჩართულობას კითხვის პროცესში. 

ქვემოთ წარმოდგენილია ის რეფლექსია, რომელიც დაიწერა სქემის ფარგლებში რესურსის შეფასების მიზნით. 



გიორგი ჭაუჭიძის ელექტრონული წიგნი „ბეკეკები და თოვლის თხა“ და მისივე რეფლექსია

რესურსი წარმოადგენს ე. წ. ელექტორნულ წიგნს, რომელიც დამზადებული ჩემ მიერ და გათვალისწინებულია კითხვის სწავლების მიზნით. წიგნი დამზადებულია პოვერპოინტში და გაზიარებულია სლაიდშეარზე საყოველტაო ნახვა-გადმოწერისთვის.

შესაბამისობა ესგ-სთან:
ეროვნული სასწავლო გეგმის ქართული ენის (როგორც მეორე, ასევე მშობლიური) პირველი კლასის სტანდარტის მიხედვით «მოსწავლე იყენებს ანბანურ პრინციპს და ცნობს ქართული ანბანის ყველა ასოს». (სტანდარტის ახალი რედაქცია კალსების მიხედვით არ მიჯნავს მისაღწევ შედეგებს.)
აგრეთვე:
შედეგი:
ქ.მ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის სტრატეგიების შერჩევითა და გამოყენებით მცირე ზომის სხვადასხვა ტიპის ტექსტის წაკითხვა და ზოგადი შინაარსის გაგება.
ინდიკატორები:
Ø  პირდაპირი გზით (გაშიფრის გარეშე) ამოიცნობს ხშირად გამოყენებული სიტყვების ორთოგრაფიულ ხატს (მთლიანი სიტყვის ამოცნობა დამარცვლა-დანაწევრების გარეშე, ე.წ. პირდაპირი    გზით. როცა მოსწავლეს მეხსიერებაში აქვს კონკრეტული სიტყვის ორთოგრაფიული ხატი, ანუ მასში მოცემულ ასოთა მოწესრიგებული თანამიმდევრობა, იგი დანახვისთანავე აკავშირებს ამ ხატს სიტყვის მნიშვნელობასთან.)
Ø  ილუსტრირებულ ტექსტში პოულობს ნაცნობ სიტყვებსა და ორ-სამსიტყვიან წინადადებებს;
Ø  ავლენს წიგნსა და ტექსტზე მუშაობის ელემენტარულ ჩვევებს (მაგ., ამოიცნობს წიგნის კომპონენტებს: ყდას, ფურცელს, ილუსტრაციას, ტექსტს, სათაურს, ავტორს; გამოყოფს ტექსტში წინადადებებს, წინადადებებში სიტყვებს, სიტყვებში ასოებს).

აღნიშნული ელექტორნული რესურსი მოსწავლეებს ეხმარება ამ მიზნების მიღწევაში ავთენტიკური, კონტექსტური და მამოტივირებელი მასალის გამოყენებით.

შესაბამისობა მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებთან და უსაფრთხოება
რესურსის გამოყენება იწვევს მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა კითხვის სწავლების პროცესში, რადგან იგი წარმოადგენს სახალისო ფერებით გაფორმებულ ილუსტირებულ იუმორისტულ ამბავს. წიგნი დამზადებულია ჯერ პოვერპოინტში და შემდეგ ატვირთულია საყოველთაო ხელმისაწვდომად ისე, რომ მისი ჩამოტვირთა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ მასწავლებელსა და მოსწავლეს. აღსანიშნავია, რომ პროექტორით გაშვების შემთხვევაში წაკიხვა შესაძლებელია შრიდან - კლასის ბოლოდანაც, რათა გამოყენებულ იქნას ერთობლივი კითხვის დროს.
ამ რესურსის გამოყენება სრულიად უსაფრთხოა, თუ მასწავლებელი პროექტორისთ გაშვებისას დაიცავს ელექტროენერგიასთან უსაფრთხო ქცევის წესებს.

ინტერქატიულობა და გამოყენებადობა
„ბეკეკები და თოვლის თხა“ მიმზიდველია მოსწავლეებისთვის, სახალისო ილუსტრაციებია, ტექსტი საინტერესო და სახალისოა. მისი კითხვაშ ჩართვა ახალისებს მოსწავლეებს.

ნოვატორობა, ორიგინალურობა და უნივერსალურობა
პოვერპოინტში წიგნების დამზადება ჩემო გამოგონილი არაა, მაგრამ ეს წიგნი ჩემ მიერაა შექმნილი ჯერ კიდევ ჯიპრაიდში მუშაობის დროს, ხოლო წელს ამ ფორმტაში გადმოვიტანე. 

რესურსის გამოყენების აღწერა
„ბეკეკები და თოვლის თხა“ მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს საკითხავი აქტივობების წარმართვისას. საჩვენებლი წაკითხვა, ერთობლივი კითხვა და კითხვის სხვა ვარიანტებში.
რესურსი განთავსებულია ვებმისამართზე:

No comments:

Post a Comment

"გიორგი ჭაუჭიძე" შორენა ტყეშელაშვილისა (მასწავლებლის სახლი)

მასწავლებლის სახლის ვიდეობლოგი არქართულენოვანი სკოლების შესახებ